ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ხოზაფინის ტბა უკვე რამდენიმე წელია ჭაობდება. Jnews-მა საქართველოს დაცული ტერიტორიების დეპარტამენტს მიმართა, რათა გაერკვია, რომელი ღონისძიებებია დაგეგმილი აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად. პასუხისმგებელი პირების თქმით, გაწმენდითი სამუშაოები 2023 წელს, ტბის სამეცნიერო შესწავლა კი 2023-2024 წლებში იგეგმება.
კარწახის, იგივე ხოზაფინის ტბა ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ნაწილია. ტბა ტრანსსასაზღვროა და ნაწილი თურქეთში მდებარეობს.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, კარწახის ტბაში იქთიოფაუნის შესაწავლად კვლევა 2019 წელს ჩატარდა, მაგრამ დაჭაობების მიზეზი არ გამოვლენილა. ტბის გაწმენდის აუცილებლობა კვლევების ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო. სააგენტომ რეკომენდაციები მიიღო, გაწმენდითი სამუშაოები უკვე ჩაატარა და პროცედურებს კიდევ გეგმავს.
“პარკის ადმინისტრაციის აქტიურობით, ტბა ნაწილობრივ უკვე გაიწმინდა. გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება წელსაც იგეგმება”, – ნათქვამია განცხადებაში.
დაჭაობების პროცესის შესახებ სააგენტოში აღნიშნეს, რომ მას გლობალური დათბობა, ნალექების შემცირება იწვევს. ამ და რეგიონის სხვა ტბების მდგომარეობა მსგავსია.
„საქართველოს სხვა ტბებიც ამ რეალობის წინაშე აღმოჩნდა. ამიტომაც ტარდება ღონისძიებები და ტბასა წმენდენ. კლიმატის ცვლილება გლობალური პრობლემა და ერთ-ერთი მთავარი მსოფლიო გამოწვევაა.”
სააგენტოში აღნიშნეს, რომ 2023-24 წლებში ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ტბების შესწავლას გეგმავენ. შედეგების მიხედვით კი შესაბამისი ღონისძიებები დაიგეგმება. მიმდინარე სამეცნიერო კვლევები 5-10 წლის შუალდეში ტარდება.
„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო მმართველობაში შემავალ თითოეულ ტერიტორიასა და ბიომრავალფეროვნებას იკვლევს. სწორედ ამის საფუძველზეც მუშავდება შესაბამისი ღონისძიებების გეგმა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარწახში მდებარე ხოზაფინის ტბა ჭაობდება და მდგომარეობა უარესდება. ადგილობრივების თქმით, თევზიც შემცირდა. ტბა ჯავახეთის დაცული ტერიტორიაა. ხოზაფინის ტბამ დაჭაობება რამდენიმე წლის წინ დაიწყო. ტბის ზედაპირი ჭაობის წყალმცენარეებით არის დაფარულია და პროცესი კვლავ გრძელდება.
ჯავახეთის ტბა ეკოლოგიური კატასტროფის პირას
ხოზაფინის ტბის დაჭაობება – 2023-2024 წლების კვლევა
პესტიციდები, როგორც ხოზაფინის ტბის დაჭაობების შესაძლო მიზეზი