ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარწახში ხოზაფინის ტბა ჭაობდება და მდგომარეობა უარესდება.  ადგილობრივების თქმით, თევზის რაოდენობაც შემცირდა. ტბა ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებში შედის, მაგრამ მის „გადასარჩენად“ ჯერ-ჯერობით არაფერი გაკეთებულა.

ხოზაფინის ტბა რამდენიმე წელია ჭაობდება. ტბის ზედაპირი ჭაობის მცენარეულობით დაიფარა და პროცესი გრძელდება. იგი ყოველწლიურად ჩქარდება და უფრო მეტი ტერიტორია იკარგება. თუ ასე გაგრძელდა, ტბა შეიძლება ჭაობი გახდეს და ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხე შეექმნას. საფრთხე ემუქრება არა მხოლოდ ამ ტერიტორიას და წყალქვეშა სამყარო, არამედ ტბის სიახლოვეს მცხოვრებ ფრინველებსაც.

ტბა ჯავახეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მდებარეობს. ჯერ კიდევ 2021 წელს ეროვნული პარკის წარმომადგენლებმა ტბის მდგომარეობის შესახებ განაცხადეს. იგი აუცილებლად უნდა გაიწმინდოს.

Kardzax
ტბა კოტეჯის მხრიდან

JNEWS-მა გარემოსდაცვითი ექსპერტებისგან შეიტყო, რომ მეთევზეების ჩაყრილი ბადეებიც ჭაობდება და მდგომარეობის გაუარესების შესაძლო მიზეზი შეიძლება მახლობლად გაშენებულ მინდვრებზე გამოყენებული პესტიციდები იყოს.

ხოზაფინის ტბა საქართველო-თურქეთის საზღვარზე მდებარეობს და ორ ქვეყანაზე იყოფა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოდან JNEWS-ს გასულ წელს აცნობეს, რომ ტბის გაწმენდა 2023 წელს გეგმავდნენ.

xozapini1
ტბა კარწახ-თურქიეს საგუშაგოდან

JNEWS-ი დაინტერესდა, თუ როდის და როგორ აპირებენ გაწმენდითი სამუშაოების ჩატარებას. თუმცა კითხვებზე პასუხი ჯერ არავის გაუცია.