მოსკოვისა და ტულას ოლქებში მთავარ ჩქაროსნულ მაგისტრალ M-4 “დონზე“ მოძრაობის შეზღუდვები კვლავ ძალაშია, – ინფორმაციას მედია საშუალებები რუსეთის ფედერალურ საგზაო სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებენ.
„მიღებული გადაწყვეტილებების თანახმად, ტულასა და მოსკოვის ოლქების M-4 „დონის“ (გზატკეცილის) გასწვრივ მოძრაობის შეზღუდვა ძალაში რჩება“, – აცხადებენ უწყებაში.
ცნობისათვის, M4 მოსკოვს სამხრეთ ნაწილთან აკავშირებს და რუსეთის ხელისუფლებამ ის შაბათს დაკერა, როდესაც „ვაგნერის“ მებრძოლებმა როსტოვი დაიკავეს.