რუსეთის სამომავლო არჩევნებზე, შიშზე, პროტესტებზე, უკრაინის ომზე და სხვა მრავალზე Jnews-ს რუსეთიდან პოლიტოლოგი, პუბლიცისტი ანდრეი ნიკულინი ესაუბრა.
მარტში რუსეთის ფედერაციაში არჩევნებია, არის თუ არა მოქმედი პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ალტერნატივა?
– აღნიშნული საარჩევნო პროცესის ფარგლებში და ზოგადად, კანონიერი საარჩევნო პროცედურის ფარგლებში, ალტერნატივა არ არსებობს. არა მხოლოდ პუტინს, არამედ ნებისმიერ კანდიდატს, რომელსაც კრემლი წარადგენს და დანიშნავს. ეს უკვე სამომავლოდ. იმიტომ, რომ ათწლეულების განმავლობაში შეიქმნა ისეთი სისტემა, რომ ვერავინ, ვერც ერთი ოპონენტი, საარჩევნო პროცედურებით, ვერ გადალახავს ყველა იმ სირთულეს, ყველა იმ დაბრკოლებას, რომელიც ათწლეულების განმავლობაში იყო აგებული. ამასთანავე ელცინის დროიდან დაწყებული, მათ შორის 1993 წლის კონსტიტუციით, პრეზიდენტს პრეზიდენტს შეუზღუდავ უფლებამოსილებებს და სისტემაზე მანიპულირების უნარს ანიჭებს, მათ შორის საარჩევნო პროცესით. ყველა შემდგომი ქმედება დაკავშიტებულია მხოლოდ იმასთან, რომ ისედაც აბსოლუტურად დომინანტური მდგომარეობა უფრო განმტკიცდეს.
ცესკომ ორი კანდიდატის რეგისტრაცია უარყო, რომლებიც მოქმედი პრეზიდენტის კონკურენტები შეიძლება ყოფილიყვნენ. შესაძლოა ისინი გახდნენ ალტერნატივა?
– სისტემის აზრი ისაა, რომ ყველა, ვინც დაუშვეს, უკვე სისტემური და მართვადია და ვერც ერთი ვერ გახდება პროცესის ალტერნატივა ან რაიმე პროცესის დამოუკიდებელი სუბიექტი. ნადეჟდინი, მთლიანობაში, არ არის ცუდი ადამიანი, მისგან არასოდეს მსმენია კანიბალური განცხადებები და თეზისები. მაგრამ ეს არ ცვლის იმ მომენტს. ნადეჟდინი რომც დარეგისტრირებულიყო, მაინც იმდენს მიიღებდა, რამდენიც მისთვის იყო გათვლილი. რადგან რეგისტრაციაც და ხმების დათვლაც პრინციპში ერთსა და იმავე ხელშია. მათ არ დაარეგისტრირეს, სავარაუდოდ, არა იმიტომ, რომ არსებობდა რაიმე რისკი, რომ მოულოდნელ კანრიდატად ითამაშებდა და მიიღებდა მოულოდნელ მხარდაჭერას, არამედ იმიტომ, რომ უბრალოდ ეს დისკურსი, ის თეზისები, რომლებიც მან თავისი კამპანიის ფარგლებში გაავრცელა, ფორმალიზებული საარჩევნო პროცესის ფარგლებში არ სურდათ მოესმინათ. მისი დისკურსი ეწინააღმდეგება ოფიციალურ თეზისებს, რომ ყველა პუტინის გარშემოა, ყველა როგორც ერთი, რამდენიმე რენეგატის გარდა, მხარს უჭერს მომხდარს. ნადეჟდინს რომ სხვაგვარად ეთქვა, ამ თეზისს გაანადგურებდა. მეორე მხრივ, ის თავადაც კი, თავისი ნების საწინააღმდეგოდ, საპროტესტო განწყობების კრისტალიზაციის გარკვეულ წერტილად იქცა. მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც გულუბრყვილო იქნება მისი მიჩნევა ერთგვარ ფიგურად, რომელსაც მოულოდნელი თამაში შეუძლია.
იმოქმედებს თუ არა ნავალნის დაღუპვა არჩევნების შედეგებზე?
– ის, რაც ნავალნის დაემართა, არანაირ გავლენას არ მოახდენს. კიდევ ერთხელ, რეგისტრაციის პროცესი, ხმების დათვლის პროცესი, კონტროლის პროცესი, პროცედურის მთლიანობა, ყველაფერი ერთსა და იმავე ხელშია. ამ შემთხვევაში, არარეალური იქნება არათანმიმდევრული შედეგების მოლოდინი.
რამდენად მასშტაბური იყო საპროტესტო აქციები ნავალნის გარდაცვალების შემდეგ, რუსეთში არსებული სიტუაციისა და მოსახლეობის ძლიერი გადინების გათვალისწინებით, რომლებიც არ ეთანხმებოდნენ ხელისუფლების პოლიტიკას?
– რა თქმა უნდა, მთელი საპროტესტო ნაწილი არ წასულა, ბევრი დარჩა. მაგრამ მათ, ვინც დარჩნენ, მშვენივრად ესმით თამაშის წესები და, გულწრფელად რომ ვთქვათ, უბრალოდ ეშინიათ. რეაქცია საკმაოდ მძლავრი იყო, უბრალოდ, საბჭოთა ჩვევის მიხედვით, ძირითადად, სასოწარკვეთილებაში და „სამზარეულოში“ საყვარელ ადამიანებთან მიმოწერაში შედგებოდა. ადამიანებს ეშინიათ აზრის ღიად და ხმამაღლა გამოთქმა და ეს მოსულთა სიმრავლიდანაც აშკარა იყო. თუ ნემცოვის გარდაცვალების შემდეგ აქციაზე 30 ან 40 000 ადამიანი მოვიდა, 10-15 მილიონიანი ქალაქისთვის ეს არც ისე ბევრი იყო, რადგან ის სინამდვილეში საშიში იყო. ახლა რამდენიმე ასეული ადამიანი მოვიდა და მომხდარი ბევრს მეტყველებს, ასე ვთქვათ, გონების განწყობაზე და ერთი მხრივ, დაბუჟებისა და შიშის მდგომარეობაზე. მაგრამ მეორე მხრივ, იყო რეაქცია და რეაქცია ძალიან მოულოდნელი ადამიანებისგან. უბრალოდ იმიტომ, რომ ეს ის მოვლენაა, რომლისთვის ყურადღების არ მიქცევა შეუძლებელი იყო, მათ შორის, ვინც შეგნებულად, გულმოდგინედ ცდილობდა საკუთარ თავში ჩაკეტვას. ის უკვე სხვა საკითხია, რომ პასუხი გარკვეული დროის შემდეგ მიიღება, ეს ყველაფერი ქვეცნობიერში მოხვდა და ახლა იქ იხარშება და დამატებით ემოციებს მატებს. ამჟამად არაფერი მოხდება, ეს ყველაფერი, სხვა მრავალ მოვლენასთან ერთად, როგორ წარიმართება და განხორციელდება მომავალი სავარაუდო პოტენციური კრიზისის შემთხვევაში, ცალკე საუბარია.
შესაძლოა, რომ არჩევნების შემდეგ უკრაინის ომი დასასრულს მიუახლოვდეს?
-იმ რიტორიკიდან და ზეიმიდან გამომდინარე, რომელიც ბოლო დროს კრემლში დემონსტრირდება, რაიმე შეთანხმების მიღწევა მინიმალურია. კრემლის მიერ წარმოდგენილ პირობებზე არავინ არის წამსვლელი. რბილად რომ ვთქვათ, მხარეებს შორის ნდობა არ არის. ალბათ უფრო სამხედრო, ფსიქოლოგიურ, პროპაგანდისტურ აქტივაციას და წნევის გაზრდას უნდა ველოდოთ, როგორც თავად უკრაინაში, ისე დასავლეთის ლობისტების მხრიდან, რათა ამ წნევამ მაქსიმუმ ზაფხულის ბოლოს, შემოდგომისთის, ამერიკული არჩევნებისთვის მიაღწიოს. ახლა დაგეგმილია ყველა რესურსის დანერგვა და მაქსიმალურად ძლიერი პოზიციის ჩამოყალიბება. ნოემბრის, დეკემბრის თვეებში, ტრამპის მოსვლასთან ერთად, რომლის იმედიც აქ ბევრს აქვს, რათა ტრამპთან მოილაპარაკონ, შეთანხმდნენ, მისგან მიიღონ უკრაინა და სამომავლო ექსპანსიისთვის მოემზადონ. იმავე უკრაინის მონელებით.
„სამომავლო ექსპანსიაზე“ საუბრისას — რომელ მხარეს იქნება ეს ექსპანსია?
– ეს ყველაფერი ჩვენი იმპერიის თეორიებია, მაგრამ თქვენ თვითონ უნდა ხვდებოდეთ, თუკი იმპერიული რიტორიკის დისკურსს ადენებთ თვალს, რომ საერთო ჯამში როგორც მინიმუმ მთლიანი პოსტსაბჭოთა სივრცე იგულისხმება, პლუს გავლენის ზონების კონტროლის დაბრუნებას, ამა თუ იმ გაგებით. ანუ ის ულტიმატუმი, რომელიც 21 წლის დეკემბერში დასავლეთს წარუდგინეს, ამაზე უარს არავინ ამბობს, აქ რაც უფრო თავდაჯერებულად იგრძნობენ თავს, მით უფრო დიდი ენთუზიაზმით შეეცდებიან ჩანაფიქრის რეალიზებას. სხვა საკითხია, რომ ფაქტი არაა, რომ ტრამპი დაბრუნდება, რომ ევროპას მოტეხავს, უფრო პირიქით, დროდადრო რუსეთის ზემოქმედების ქვეშ დასავლეთის სამხედრო შესაძლებლობების აღდგენაც მიმდინარეობს, გამაერთიანებელი, აღდგენითი სამხედრო პროცედურები. მაგრამ ჩვენთან ცდილობენ ეს არ შეიმჩნიონ. იმას ითვლიან, როგორც ეროვნული ლიდერი ამბობს, მოახერხებენ «გაღწევას». თუკი საქართველოზე კითხულობთ, საქართველო, სომხეთი, — აღიქმებიან სქიზმატიოსებად, რომლებიც ადრეთუ გვიან მაინც დაუბრუნდებიან იმპერიის ფარას. უკრაინა გასაღებია. თუკი მოახერხებს გამარჯვებას, უკრაინის მოტეხვას და დამორჩილებას, არის მოსაზრება, რომ დანარჩენი პოსტსაბჭოთა სივრცე სვტომატურად გადავა მის ხელში. შემდეგ რა ვუყოთ ამას — ეს უკვე ცალკე საუბარია. აქ მთავარი — ექსპანსია.
ბოლო დროს რუსეთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი მედვედევი დაიმუქრა, რომ „ბირთვული ძალები ომს არ აგებენ“ , რამდენად აქტუალურია ახლა ბირთვული დარტყმები?
– ბოლო რამდენიმე თვეში , როცა მოსკოვში კვლავ გაჩნდა შეგრძნება, რომ შედარებით წარმატებით მიდის საქმე და, რომ უკრაინის შეტევა ვერ შედგა, როგორც იგეგმებოდა. რომ კრიზისი შტატებში, რომ როგორმე შესაძლებელია ოპონენტების გამოძევება, მითუმეტეს რესპუბლიკანტების-ტრამპისტების რიტორიკის მოსმენით, ბირთვული გამწვავების ალბათობა შემცირდა. უბრალოდ იმიტომ რომ ამაში აზრს, საჭიროებას ვერ ხედავენ. ამის გარეშეც გამარჯვებას ელიან. იმ შემთხვევაში თუკი მორიგი კრიზისი გაჩნდება, ეს ძალიან რთული სასაუბროა. არავინ იცის პასუხი. მაგრამ ითვლება, რომ მინიმუმ შეშინება, შეიძლება. და კრიზის შემთხვევაში დარტყმების რისკი, ყველა დანარჩენი ბირთვული შეთანხმებებიდან გამოსვლა და საჩვენებელი განსაცდელი, ასე ვთქვათ ახალ დედამიწაზე ბირთვული იარაღი, ნებისმიერ შემთხვევაში არსებობს. ხოლო რა იქნება მომავალშ — ეს ცალკე, გაუგებარი საუბარია.