რუსეთის სახელისუფლებო მედიის ცნობით, კრემლი მარცვლეულის შეთანხმებას აჩერებს. ინფორმაცია ამის შესახებ რუსეთის პრეზინდეტის პრეს-სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა გაავრცელა.
პესკოვის თქმით, შეთანხმება ძალაში 17 ივლისამდე იყო. ამასთან რუსეთი მხარეებს ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს. პესკოვის განცხადებით, შეთანხმებას მოსკოვი მას შემდეგ დაუბრუნდება, რაც ის პუნქტები შესრულდება, რომელიც რუსეთს ეხება.
RIA წერს, რომ მოსკოვმა შეთანხმების შეწყვეტის შესახებ ოფიციალურად უკვე აცნობა უკრაინას, თურქეთსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას.
გაეროს მედიაციით მიღწეული შეთანხმება გულისხმობს შავი ზღვის უსაფრთხოების კორიდორს უკრაინიდან მარცვლეულით დატვირთული გემების ტრანსპორტირებისთვის. რუსეთმა 29 ოქტომბერს შეაჩერა შეთნხმებაში მონაწილეობა და მიზეზად დაასახელა უკრაინული მხარის მიერ რუსულ გემებზე თავდასხმა.
იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინა მსოფლიოში მარცვლეულის ერთ-ერთი უდიდესი ექსპორტიორია, საზღვაო პორტების გახსნა და შავ ზღვაში გადაადგილება გლობალური მნიშვნელობის საკითხად იქცა.
შედეგად, წინა წლის 22 ივლისს რუსეთის, უკრაინის, თურქეთისა და გაეროს წარმომადგენლებმა სტამბოლში ხელი მოაწერეს ორი დოკუმენტის პაკეტს. პირველი მემორანდუმი ეხება გაეროს ვალდებულებას, მოხსნას შეზღუდვები რუსული სასუქებისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტების მსოფლიო ბაზრებზე ექსპორტზე. მეორე განსაზღვრავს შავი ზღვის პორტებიდან უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის ალგორითმს.