კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ამერიკელი ჯარისკაცების ევროპაში გაგზავნა საუკეთესო მტკიცებულებაა, რომ რუსეთს შეშფოთების მიზეზი ნამდვილად აქვს.

„აშშ დე ფაქტოდ აგრძელებს დაძაბულობის გაზრდას ევროპაში. ამერიკელი ჯარისკაცების განლაგება არის საუკეთესო მტკიცებულება, რომ რუსეთს შეშფოთების აშკარა მიზეზი აქვს“, – აღნიშნა პესკოვმა.

შეგახსენებთ, გუშინ პენტაგონში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ოფიციალურად დაამტკიცა პოლონეთში, გერმანიასა და რუმინეთში 3000 ამერიკელი ჯარისკაცის განთავსება. გასულ თვეში აშშ-ში 8 500-ზე მეტი სამხედრო მზადყოფნის რეჟიმში მოიყვანეს, რათა საჭიროების შემთხვევაში ევროპაში გადაესროლათ. თეთრი სახლის ინფორმაციით, ჯარიკაცების ევროპაში გაგზავნის მთავარი მოტივი უკრაინის კრიზისი და ევროპის რუსული საფრთხისგან დაცვაა.