19-დან 23 ივნისამდე ბათუმში კრივის საერთაშორისო ტურნირი გაიმართა, რომელშიც ახალქალაქის სპორტკომპლექსის აღსაზრდელებიც მონაწილეობდნენ.
57 კგ წონით კატეგორიაში იური გრიგორიანი და 63 კგ წონით კატეგორიაში ღაზარიან გორი ჩემპიონები გახდნენ.
ტურნირი 2009-2010 წლებში დაბადებულ ვაჟებს შორის გაიმართა. სპორტსმენები მწვრთნელის ვენეტიკ ელიზბარიანის ხელმძღვანელობით წარდგნენ.