აქსანა ავეტიანი უკვე 10 წელია კარატეს ვარჯიშობს. ახლა უკვე ვეღარ წარმოუდგენია თავისი ცხოვრება სპორტის გარეშე. გოგონას, რომელსაც თითქმის 215 მედალი აქვს, სურს კარგი იურისტი გახდეს სპორტზე უარის თქმის გარეშე.
აქსანას მშობლებმა კარატეზე 7 წლის ასაკში შეიყვანეს, როცა მისი თანატოლები ქუჩაში თამაშობდნენ, დარბოდნენ, აქსანა იმ დროს ვარჯიშობდა.
„ბავშვობაში, როცა მეგობრებთან ერთად ეზოში თამაში მაინტერესებდა, ვარჯიშებზე მიწევდა წასვლა, მერე მივხვდი, რომ ეს თამაშები ყოველთვის იქნება, სპორტი მჭირდება, ეს არის ჩემი ცხოვრება“, – ამბობს აქსანა.
მან არც ერთხელ არ გამოტოვა, არც ერთი ვარჯიში, ისე მოხდა, რომ საერთოდ არ დადიოდა ღონისძიებებზე, ან ნახევრიდან მიდიოდა
სპორტის სახეობა დედამ განსაზღვრა. დედა ბავშვობიდან ოცნებობდა გამხდარიყო კარატისტი, მაგრამ მისი ოცნება არ ახდა, ამიტომ გადაწყვიტა, რომ მისი ქალიშვილი ცნობილი კარატისტი გამხდარიყო.
„სპორტის სახეობა მშობლებმა აირჩიეს, ძირითადად დედაჩემმა. პირველად თვითონ წამიყვანეს, ახლა მათი დიდი მადლობელი ვარ, გავიზარდე და მესმის, რომ სპორტი – ჩემია“, – ყვება აქსანა.
ლამაზმა ქალმა კარატისტმა 10 წელიწადში ბევრ წარმატებას მიაღწია, 13 წლისამ მოახერხა მსოფლიო ჩემპიონი გამხდარიყო, რასაც დღემდე თავის ერთ-ერთ უდიდეს მიღწევად მიიჩნევს.
მიუხედავად ამისა, აქსანასთვის თითოეულ მედალს თავისი მნიშვნელობა აქვს.
„ჩემთვის ყველა მედალი ძალიან მნიშვნელოვანია, ჩემი ოფლით მოვიპოვე, რთულად მხვდა წილად. იმ მედლებს შორის, რაც მქონდა, გამოვყოფდი მედალს მსოფლიო ჩემპიონატიდან. მახსოვს, როგორ მეშინოდა, წარმოვიდგენდი, რა მასშტაბური შეჯიბრებები იქნებოდა, რამდენი ხალხი იქნებოდა, მაგრამ ჩემს შესაძლებლობებში დარწმუნებული ვიყავი, რა თქმა უნდა, მეშინოდა, მაგრამ გავიმარჯვე და ჩემპიონი გავხდი”, – ყვება აქსანა ავეტიანი.
კარატეში მსოფლიო ჩემპიონმა პირველივე შეჯიბრებებზე ოთხი მედლის მოპოვება შეძლო.
«ბაბუასთან ერთად დავდიოდი შეჯიბრებებზე, ახლა ტრაბახობს, ამბობს, რომ შენთან ერთად დავდიოდი და ძალას გაძლევდი, ამიტომ გაიმარჯვეო», – ღიმილით ყვება მსოფლიო ჩემპიონი.
აქსანასთვის მნიშვნელოვანი იყო შავი ქამრის აღება, დღეს მიზანდასახულ სპორტსმენს არა ერთი, არამედ ორი ქამარი აქვს. ის პირველი გოგონაა ახალქალაქში, რომელმაც შავი ქამარი მიიღო.
„შავი ქამრის ასაღებად 9 წელი ვვარჯიშობდი, ქამარი პირველად ჩვენს ქალაქში ავიღე და ამასთანავე გოგომ, ძალიან საინტერესო იყო, წარმოდგენაც არ მქონდა, რომ გამოცდას ჩავაბარებდი, რადგან ძალიან რთული იყო. 16 წლის ასაკში წავედი თბილისში გამოცდაზე და ჩემი შრომისმოყვარეობისა და ნებისყოფის წყალობით წარმატებით ჩავაბარე და დიდი ხნის ნანატრი შავი ქამარი მივიღე, რაზეც ასე ვოცნებობდი. ჩემი მეორე შავი ქამარი, რამდენიმე თვის წინ მოვიგე”, – დასძენს ის.
დღეს აქსანა უკვე თავად ავარჯიშებს მოსწავლეებს. მიუხედავად იმისა, რომ კოროვირუსის გამო სპორტული დარბაზი დაკეტილია, ის სახლში ვარჯიშობს, რათა შეჯიბრის შემთხვევაში ყოველთვის მზად იყოს.
აქსანას ოჯახი მომავალ წელს მოსკოვში გადადის საცხოვრებლად, მან გადაწყვიტა იქ უნივერსიტეტში სიარული და კარგი იურისტი გახდეს. მან იცის, რომ რთული იქნება ნულიდან დაწყება, მაგრამ არ ეშინია.
„სპორტი- ჩემთვის სიცოცხლეა. არ ვაპირებ მის მიტოვებას. მართალია, წელს დავამთავრებ სკოლას და უნდა წავიდე მოსკოვში სასწავლებლად, მაგრამ ვეცდები გავაერთიანო სწავლა და ვარჯიში“, – დაამატა მან.
ის აპირებს რუსეთის კარატეს ფედერაციაში სიარულს, რათა მიაღწიოს შემდგომ მიზანს-გახდეს ოლიმპიური ჩემპიონი.
აქსანა მოუწოდებს გოგონებს, არ მოუსმინონ სხვებს, რომ კარატე არ არის ქალების სპორტი.
„ჩვენში მიღებულია, რომ სპორტი უფრო ბიჭებისთვისაა, მაგრამ ძალიან არასწორად ფიქრობენ, რადგან ახლა სულ უფრო მეტი გოგო უნდა დაკავდეს სპორტით, ყოველ შემთხვევაში, ჯანსაღი ცხოვრების წესით, რომ დაიცვან თავი, რატომაც არა, თავდაჯერებულები იყვნენ. ბევრი მეუბნებოდა, რატომ ვარ დაკავებული კარატეთი, იმის ნაცვლად, რომ ქალის საქმეები მეკეთებინა, ყურადღება არ მიმიქცევია. ამ საკითხში მწვრთნელიც და მშობლებიც დამეხმარნენ“, – ამბობს აქსანა ავეტიანი.
ახლა აქსანას უკვე გარშემომყოფები ესალმებიან. როცა უცხოეთიდან ბრუნდება, ყველა გულთბილად ესალმება და ზეიმს აწყობს. კარატეს მსოფლიო ჩემპიონი აღნიშნავს, რომ მისით დღეს მისი მეგობრები, ოჯახი და თანაკლასელები ამაყობენ.
სახლში აქსანა დედას ეხმარება, დადის სკოლაში, მეგობრებთან ერთად სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობს და მუდმივად ემზადება, რომ უნივერსიტეტში ჩააბაროს.
კარატეს წყალობით, გოგონა, რომელიც სპორტისამ სახეობის ყველა მოძრაობას ზუსტად ასრულებს, სპორტდარბაზიდან გამოსვლისას იქ ტოვებს ყველაფერს და ნაზ და ჩვეულებრივ გოგოდ გარდაიქმნება.