24-25 დეკემბერს ახალქალაქის სპორტულ კომპლექსში კვრივის ჩემპიონატი გაიმართა. ჩემპიონატში 9-დან 17 წლამდე ასაკის 50-ზე მეტმა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა.
ახალქალაქისა და მუნიციპალიტეტის სხვა სოფლების 50-ზე მეტი სპორტსმენი პირველობისთვის ორი დღის განმავლობაში წონით და ასაკობრივ კატეგორიებში იბრძოდა.
ჩემპიონატის I, II და III ადგილების სპორტსმენები დააჯილდნენ მედლებით, სერტიფიკატებითა და თასებით.
დამსახურებული პირველი ადგილი დაიკავეს: გორ კაზარიანმა, ხაჩატურ ხნდოიანმა, გრიშა ელიზბარიანმა, ჟირაირ საარიანმა, ამბარცუმ ფიდანიანმა, გრიშა ნახატაკიანმა, ვენედიკ ზანდარიანმა, სტეპან ზოპუნიანმა, გორ აივაზიანმა, ვიგენ პილოსინმა, პაველ შახბაზიანმა, არკადი ჯინისიანმა, სამველ კაზარიანმა და სერგეი თუთუნჯიანმა.
მეორე ადგილი დაიკავეს: სტეპან ჩივჩიანმა, არტიომ ბერიკიანმა, რუსლან ხმბოიანმა, დავიდ ამბარიანმა, არტიუშ აივაზიანმა, არტიუშ საარიანმა, არმენ ხაჩატრიანმა, არშაკ აბაჯიანმა, კამო ოვანესიანმა, პავლიკ ეზოიანმა და ნორაირ მკოიანმა.
მესამე ადგილის მფლობელები: მიშა სტეპანიან, იურა გრიგორიან,რობერტ აპოიან, მელიკსეტ ბერიკიან, მიტია მეცოიან, ედო სტეპანიან, არტურ არაკელიან და ლევონ არაკელიან.
ჩემპიონატს ესწრებოდნენ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ხემძღვანელი ვალერი სტელმაშოვი, საკრებულოს წარმომადგენელი ნაირი ირიციანი, მერის მოადგილე არმენ მარანგოზიანი და სხვა თანამდებობის პირები.
ტრენერის ატომ ელიზბარიანის თქმით, ჩემლიონატში მონაწილე ზოგიერთმა მეკრივემ უკვე მოასწრო საერთაშორისო რინგზე გასვლა. მათ ჩემპიონის წოდება არაერთხელ აქვთ მიღებული.
ჩემპიონატის მსაჯი, სამცხე-ჯავახეთის ერთადერთი სერტიფიცირებული მსაჯი, არტურ ელიზბარიანი გახლდათ.
«ჩვენ კარგი სპორტული კომპლექსი გვაქვს, ბევრია წარჩინებული სპორტსმენი და ტრენერი. დღევანდელი ღონისძიება ასაბუთებს, რომ იზრდებიან მშვენიერი სპორტსმენები. რა თქმა უნდა, ჩვენ გვყავს ცნობილი სპორტსმენები არა მხოლოდ საქართველოში. არამედ მთელ მსოფლიოში»,- ამბობს ვალერი სტელმაშოვი.