დღეს, 19 მაისს, ახალქალაქის გუნდმა, «აბულმა» 13:00 საათზე რუსთავის გუნდ «გორდას» იმასპინძლა.  ახალქალაქმა 2:1 ანგარიშით მოიგო.

თამაში ახალქალაქის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა.  მატჩი საქართველოს რეგიონალური ლიგის ჩემპიონატის ფარგლებში გაიმართა.  რეგიონულ ლიგაში 24 გუნდია.

სტადიონზე გულშემატკივრები ცოტანი იყვნენ, მაგრამ მათი მხარდაჭერა ძალიან ძლიერი იყო.

«კარგად თამაშობენ, გულშემატკივრობის 50-წლიანი გამოცდილება მაქვს. როგორც ჩანს, ჩვენებს დიდი უპირატესობა აქვთ. ანგარიში ჯერჯერობით 2:1, ჩვენ 3:1 ანგარიშით გვინდა გავიმარჯვოთ», – თამაშის ბოლოს თქვა ერთ-ერთმა გულშემატკივარმა.

თუმცა, ფეხბურთის თამაში 2: 1 ანგარიშით დასრულდა.  გოლები გაიტანეს რომიკ ჩორუხიანმა და რაფაელ დარბინიანმა.

futbol