რამდენიმე დღეა ახალქალაქის სერვისცენტრის თანამშრომლები სოფლებში ქუჩის ნათურებს ცვლიან.
„ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია ნათურებს მერიას გადასცემს, ჩვენი თანამშრომლები კი განათებებს შეაკეთებენ“, – აცხადებს ახალქალაქის სერვისცენტრის ხელმძღვანელი მხითარ რსტაკიანი.
შესაბამისი სამუშაოები იმ სოფლებში მიმდინარეობს, რომელთა წარმომადგენლებმა სერვისცენტრს სანათების ან ნათურების გამოცვლაზე განაცხადი შეიტანეს.
როგორც რსტაკიანი აღნიშნავს, ნათურები ორ თვეში ერთხელ იცვლება, აუცილებლობის შემთხვევაში კი უფრო ადრეც. ცენტრი თვეში 10-მდე განაცხადს იღებენ. განათებებს ელვა, დაბალი დენი ან სხვა გარემოებები აზიანებს.