უკვე 2-3 დღეა, რაც ახალქალაქის სერვისცენტრი ქალაქში “შაბათობას” ატარებს, ასუფთავებს ადგილებს, სადაც წლების განმავლობაში ნაგავი დაგროვდა. თუმცა, დასუფთავების შემდეგ მეორე დღესვე, მოსახლეობა ნაგავს ჩვეულ ადგილას «აბრუნებს».

მიმდინარეობს მრავალსართულიანი შენობების ქუჩებისა და ეზოები დასუფთავება, რომლებიც ყველაზე მეტად იყო დანაგვიანებული.

წლების განმავლობაში დაგროვილი ნაგავი ტექნიკის მეშვობით გაიტანეს. ცენტრის მუშაკებმა ქუჩები და ეზოები დაგავეს და გარეცხეს.

zibil

აღმაშენებლის 1-ლი შიდა ქუჩის დასასუფთავებლად სერვისცენტრის მუშაკებს 2-3 საათი დასჭირდა, აქ დიდი ხანია ასეთი სისუფთავე არ ყოფილა. თუმცა, მრავალსართლიანი შენობების მცხოვრებლებს იმდენივე დრო დასჭირდა ჩვეულებირივი სიბინძურის «დასაბრუნებლად». ნაგვის ურნები 30 აპრილის დილას აივსო, ნაგავი დაუდევრად დაყარეს. საბოლოოდ გადაყრილი პოლიეთილენის პარკები ურნებს გარეთ აღმოჩნდა, ქარი კი მცხოვრებლებს ჩვეული სიბინძურის დაბრუნებაში ეხმარება.