დღეს, 4 ნოემბერს, დაახლოებით 11 საათზე ახალქალაქში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თავისუფლება-მიქოიანის კვეთაზე მსუბუქი ავტომობილი ორ ქვეითს დაეჯახა. ქალები ახალქალაქის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა ორივეს მოტეხილობა აქვს.
თვითმხილველების თქმით, „Lada“ მარკის ავტომობილი თავისუფლების ქუჩაზე დიდი სიჩქარით მოძრაობდა. მანქანაში მძღოლი და მგზავრი იმყოფებოდნენ. სიჩქარით მიმავალი ავტომობილი გზაზე გადასულ ორ ქალს დაეჯახა.
ადგილზე მუშაობს პოლიცია.
როგორც ახალქალაქის საავადმყოფოდან გვაცნობეს, ორივე ქალი მოტეხილობებით გადაიყვანეს. ერთს გავის ძვალი აქვს მოტეხილი, მეორეს – მხარი. ორივე პაციენტის მდგომარეობა ნორმალურია, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც Jnews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, საქმე სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით „ამ სატრანსპორტო საშუალების მართვის პირის მიერ მოძრაობის უსაფრთხოების ან სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის დარღვევა, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად სერიოზული ზიანი“.