გთვაზობთ ჩვენთან ერთად მოიაროთ ახალქალაქში აღმაშენებლის ქუჩა და დეტალებს გადახედოთ. ამ ქუჩას რეაბილიტაცია 2019-2020 წწ -ში ჩაუტარდა და 14 749 992,92 ოდნობის ლარი დაიხარჯა. ზოგან ტროტუარები ტალახშია, ხელოვნური ბარიერები უკვე მწყობრიდანაა გამოსული, საგზაო ნიშნები ქვეითებს არ აძლევს ქუჩაზე გადასვლის საშუალებას …

Jnews-მა ახალქალაქში აღმაშენებლის ქუჩაზე გაიარა, უყურებდა და იღებდა ვიდეოს.  ჩვენ შევნიშნეთ:
– ამ მონაკვეთზე ტროტუარი კარგად არის რეაბილიტირებული, მაგრამ …
– რამდენიმე ადგილას არასწორად გათვლილი დონისა და სადრენაჟე სისტემის გამო ჩამდინარე წყალი გროვდება
– ერევანი-აღმაშენებლის, აგამალიან-აღმაშენებლის, სარგსიან-აღმაშენებლის გზაჯვარედინებზე წყლის გუბეები დგება და სახლებში შედის
– ზოგან ტროტუარი არ არის გარემონტებული და სავალალო მდგომარეობაშია
– ზოგან ახალდაგებულ ასფალტზე ორმოებია წარმოქმნილი
– საგზაო ნიშნები გაუცნობიერებლად არის დამონტაჟებული
– ხელოვნური ბარიერები, ე.წ. მწოლიარე პოლიციელებმა ერთი დღითაც ვერ გაძლო.