ზაფხულის დადგომასთან ერთად, სკოლებში არდადეგები დაიწყო და ბავშვები მთლიანად საკუთარ თავებზე გადაერთვნენ. ზაფხულის თვეების სასიამოვნოდ გატარებასთან ერთად, მშობლები შვილებს სხვადასხვა წრეზე აგზავნიან. მოსახლეობას აინტერესებს, თუ რომელი საზაფხულო ბანაკები ამოქმედდება ახალქალაქში.
წელს ახალქალაქში საბავშვო ბანაკი არ იგეგმება.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ბანაკი “ამირანის გორისთვის” თანხები გათვალისწინებული არ არის. კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან უკვე ერთი წელია არ ტარდება. ახალქალაქის მერიის სპორტის, კულტურისა და ახალგაზრდობის სამმართველოს უფროსის ვალერი სტელმაშოვის თქმით, ამჟამად რაიმე ცვლილება ნაკლებად სავარაუდოა.
მღვდლის ტერ ნარეკ ტიგრანიანის თქმით, სურბ ხაჩის ეკლესიასთან არსებული ბანაკისთვის დაფინანსებას ჯერ კიდევ ეძებენ და შესაძლოა ივლისში ან აგვისტოში გაიხსნას.
ბავშვებისთვის კლასგარეშე მუნიციპალური კულტურული და საგანმანათლებლო დაწესებულებები რჩება. ზაფხულში მხოლოდ მუსიკალური სკოლა დაისვენებს. ჩვეულ რეჟიმში მუშაობას განაგრძობს “მომავლის სახლი”, სამხატვრო სკოლა, სპორტული კომპლექსი, სპორტული სკოლა, კულტურის სახლთან არსებული წრეები.