„ქართველ სომეხთა კავშირი“ 16-დან 21 აგვისტომდე ქობულეთში 6-დღიან ბანაკს აწყობს. ეს დასვენებისა და  სომხური თემის წარმომადგენლების გაცნობის უნიკალური შესაძლებლობაა. მონაწილეებს შეუძლიათ თავისუფალი დრო ისე გატაარონ, რომ კავშირის პრობლემები და მათთვის საინტერესო კითხვები განიხილონ, აზრები გაცვალონ და სხვადასხვა ღონისძიებაში მიიღონ მონაწილეობა.

ბანაკი 2019 წლიდან ფუნქციონირებს. პროგრამა ახალგაზრდებისთვის არის განკუთვნილი, მაგრამ ორგანიზაცია „ქართველ სომეხთა კავშირი“ მონაწილეობისა და ზაფხულის არდადეგების სომხურ თემთან გატარების შესაძლებლობას ოჯახებსაც აძლევს.

Jnews-ი “ქართველ სომეხთა კავშირის” ხელმძღვანელს მარი არაქელოვას ესაუბრა. მან განაცხადა, რომ ბანაკის მიზანია საზაფხულო დასვენება ხელმისაწვდომი და იაფი უფრო ფართო საზოგადოებისთვის გახდეს.

„გარდა იმისა, რომ ახალგაზრდები ზაფხულის არდადეგებით ისიამოვნებენ, ბანაკი საშუალებას აძლევთ ერთმანეთი გაიცნონ, ახალი ურთიერთობები და ნაცნობები შეიძინონ. იგი 6-დღიანია და სასტუმროს, ტრანსპორტირების და კვების ჩათვლით 225 ლარი ჯდება. 6 დღეს ერთად გავატარებთ, ღონისძიებებში მივიღებთ მონაწილეობას და საღამოს საზოგადოებასა და ახალგაზრდებში არსებულ პრობლემებზე ვისაუბრებთ. დროის ერთად გასატარებლად ძალიან კარგი შესაძლებლობაა“.

ორგანიზაციულ საკითხებში მარი არაქელოვას აქტიური ახალგაზრდები ეხმარებიან, რომლებიც ორგანიზაციას მხარს უჭერენ და მის საქმიანობაში მონაწილეობენ. ბანაკში ძირითადად ის ჯავახი სტუდენტები მონაწილეობენ, რომლებიც დედაქალაქის სხვადასხვა უნივერსიტეტში სწავლობენ.

ბანაკში მონაწილეობისთვის შეგიძლიათ “ქართველ სომეხთა კავშირს” მიმართოთ, ორგანიზაციის ოფიციალურ გვერდს წერილი გაგზავნოთ Georgian Armenian’sUnion ქართველ სომეხთა კავშირი ან დარეკოთ ტელეფონზე 599 06 48 69.

ბანაკი 45 ადამიანზეა გათვლილი.