ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ მუშაობა ჩვეულ რეჟიმში მას შემდეგ განაახლა, რაც 5 ივნისს, სამუშაო დღის ბოლოს, უსაფრთხოებისთვის თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა. სასამართლოში მიიღეს ელექტრონული წერილი, რომელიც სასამართლოს და სხვა სამთავრობო შენობებიც აფეთქების მუქარას შეიცავდა.
6 ივნისის ღამეს პოლიციის თანამშრომლებმა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს შენობა შეამოწმეს, თუმცა საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინა. სასამართლო ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.