ახალქალაქის რაიონული სასამართლოს თანამშრომლებს დღის ბოლოს შენობის დატოვება ექსტრემალურ პირობებში მოუხდათ. სასამართლომ მიიღო მუქარის შემცველი ელექტრონული წერილი, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ საქართველოს სასამართლო შენობებისა და სხვა სახელმწიფო დაწესებულებების აფეთქება იგეგმებოდა.
მსგავსი მუქარა ქვეყნის სხვა სასამართლოებმაც მიიღო. ახალციხის სასამართლოში თანამშრომლების ევაკუაცია რამდენიმე საათის წინ განხორციელდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობები იყო განთავსებული.
ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში სამუშაო დღე 30 წუთით ადრე დასრულდა. როგორც სხვა სასამართლოებში განაცხადეს, შენობაში კონკრეტული ასაფეთქებელი მოწყობილობა დამონტაჟებული არ ყოფილა.