1 ივნისს სოფელ კუმურდოს საბავშვო ბაღის ოფიციალური გახსნა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრის თეია ახვლედიანის, სამცხე-ჯავახეთის გუბერნიის პირველი პირებისა და ახალქალაქის და ნინოწმინდის ადგილობრივი ხელისუფლებისა და ადგილობრივი ხელისუფლების მონაწილეობით გაიმართა.

kumurd09

სოფლის საბავშვო ბაღი 2023 წლის 15 მარტიდან ფუნქციონირებს, თუმცა გახსნის ცერემონია არ ჩატარებულა.

ცერემონიას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრი თეა ახვლედიანი, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი, მაჟორიტარი დეპუტატი სამველ მანუკიანი, ახალქალაქის მერი მელქონ მაკარიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი, ნინოწმინდის მერი ანივარდ მოსოიანი და სხვა ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საბავშვო ბაღის ეზო სავსე იყო მშობლებითა და ბავშვებით. სტუმრებს ალაფურშეტით დახვდნენ.

kumurdo

ღონისძიება საქართველოს ჰიმნით გაიხსნა.

kumurdo1

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრი თეა ახვლედიანი სიტყვით გამოვიდა:

Teo1

„ინტეგრაციისა და სამოქალაქო თანასწორობის პოლიტიკის ფარგლებში განათლების სამინისტროსთან ერთად ბილინგვური განათლების სისტემას სოფელ კუმურდოს საბავშვო ბაღშიც ვნერგავთ, სადაც ოფიციალურ გახსნას ვესწრებოდით. სექტემბრიდან სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის ორენოვანი განათლების სისტემა დაინერგება, ბავშვებს საშუალება ექნებათ ადრეული ასაკიდან მშობლიურ ენასთან ერთად სახელმწიფო, ქართული ენა ისწავლონ, რაც ჩვენი პოლიტიკის სტრატეგიული მეთოდია“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.

მინისტრმა საბავშვო ბაღს საჩუქრები, სათამაშოები და წიგნები გადასცა.

kumurdo5

ახალქალაქის მერმა მელქონ მაკარიანმა მისალოცი და მადლიერების სიტყვით გამოვიდა, ბაღის გახსნა დამსწრეებს გუბერნატორმა ბესიკ ამირანაშვილმაც მიულოცა. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დირექტორი არტიუშ ზაქარიანი სტუმრებს მიესალმა და ყველას, ვინც სოფელ კუმურდოში საბავშვო ბაღის მშენებლობაში წვლილი შეიტანა, მადლობა გადაუხადა. სიტყვით გამოვიდა ახალქალაქის საბავშვო ბაღების ასოციაციის დირექტორი ანაიდა ასატურიანიც.

საბავშვო ბაღის ეზოში ბაღის აღსაზრდელებისა და სოფელ კუმურდოს საცეკვაო ჯგუფის მონაწილეობით კონცერტი გაიმართა.

kumurdo3

ბავშვებმა ლექსები სომხურად და ქართულად წაიკითხეს; შესრულდა სომხური და ქართული ცეკვებიც.

kumurdo2

kumurdo4

კონცერტს წითელი ლენტის გაჭრის ცერემონია მოჰყვა.

kumurdo8

kumurdo9