ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში (ხულგუმოსა და დილისკის გარდა) არც ჩუტყვავილა და არც წითელა არ დაფიქსირებულა.
რადგან ახალქალაქში ჩუტყვავილას შემთხვევები 2 თვეა ფიქსირდება, ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში, სოფლის ექთნების დახმარებით, შემოწმება ჩაატარა. ჩუტყვავილა და წითელა ორი სოფლის, დილისკასა და ხულგუმის გარდა არსად დაფიქსირდა. შემოწმება სოფლის სკოლებსა და საბავშვო ბაღებში ჩატარდა.
„სოფელ დილისკაში კარანტინს ვაგრძელებთ, რომელიც 30 მაისამდე უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ ერთი კვირით გავახანგრძლივებთ, რადგან ჩუტყვავილას შემთხვევები იზრდება. სოფელ ხულგუმოს საბავშვო ბაღი 5 ივნისამდე კარანტინში იქნება. კარანტინი ჩვეულებრივ 14 დღე გრძელდება, 21 დღე ინკუბაციური სეზონია, როცა გამონაყარი ჩნდება და ინფიცირება ვლინდება“, – ამბობს ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი სირანუშ ტონაკანიანი.
25 მაისს სოფელ ხულგუმოს საბავშვო ბაღი სოფელ დილისკას საბავშვო ბაღის მსგავსად კარანტინის გამო დაიხურა. ჩამოთვლილ საბავშვო ბაღებში ჩუტყვავილა გადაედოთ როგორც მოსწავლეებს, ასევე აღმზრდელებს.