საქართველოში უკვე რამდენიმე თვეა ვირუსული დაავადებები უფრო ხშირად ბავშვებში ვრცელდება. JNEWS-ი ახალქალაქის Evex კლინიკის მიმღებს და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ექიმს, მზია კოჩალიძეს საერთო ვირუსის, მკურნალობის ვარიანტებისა და ვირუსის თავიდან აცილების შესაძლო გზებზე ესაუბრა.
ვირუსი უმეტესად მოზრდილებში გვხვდება თუ ბავშვებში?
– უკანასკნელი ვირუსი უფრო ხშირას 0-14 წლის ბავშვებში გვხდება. ისინი სამწუხაროდ უფრო მძიმედ განიცდიან, ვიდრე მოზრდილები და უფრო რთული ფორმითაც ვლინდება. ზოგადად, ვერავინ იტყვის, რა სახის ვირუსია ეს, მაგრამ აღვნიშნავ, ყველაზე მნიშვნელოვანია მოსახლეობაში პანიკა არ იყოს, რათა ყველაფერი კარგად დასრულდეს. შესაძლოა, ეს ვირუსი თავისი პათოგენებით ბევრად უფრო რთულია, ვიდრე კორონავირუსი, მაგრამ ამჟამად ემოციური ფონი შეიცვალა, რაც კარგია.
– როდის აგზავნით ბავშვებს დედაქალაქის საავადმყოფოებში?
– არის შემთხვევები, როცა ბავშვებს სამკურნალოდ ან კონსულტაციისთვის დედაქალაქში ვაგზავნით, მაგრამ, ძირითადად, აქ ვმკურნალობთ. თუ მდგომარეობა 4-5 დღეში გაუარესდება და უფრო ღრმა მკურნალობაა საჭირო, თბილისში ვაგზავნით.
– რა სიმპტომები ახასიათებს ამ ვირუსულ დაავადებას?
– ინფექციის სიმპტომები სხვა ვირუსული დაავადებების სიმპტომების მსგავსია: სუნთქვის პრობლემები, ზოგადი სისუსტე, ცხელება და მშრალი ხველა. ხოლო თუ ჩამოთვლილი სიმპტომები მსუბუქი მკურნალობით არ ქრება და ბრონქებსა და ფილტვებში გადადის, ანტიბიოტიკურ მკურნალობას ვიწყებთ. პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში ბავშისთვის ტემპერატურა ნორმალურია, შემდეგ კი ცხვირიდან ლორწოვანი გამონადენი ჩნდება და ბავშვი იწყებს ოფლიანობას.
– რამდენი ადამიანი მოდის საავადმყოფოში?
– ბოლო ორი თვის განმავლობაში საავადმყოფოს სტაციონარსა და ბავშვთა განყოფილებაში ბავშვების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. ძალიან ბევრი ადამიანი მოგვმართავს, მაგრამ თითოეული ბავშვის ჰოსპიტალიზაცია აუცილებელი არ არის. თუ ავადმყოფს უფრო ადვილად გადააქვს დაავადებას, ჩვენი პედიატრების დანიშნულებით ისინი მკურნალობას სახლში აგრძელებენ.
– როგორ დავიცვათ თავი ვირუსებისგან?
– ბუნებრივია, რომ ვირუსისგან თავის დაცვა შეუძლებელია, მით უმეტეს თუ ბავშვს სუსტი იმუნიტეტი აქვს. ვირუსი ყველგანაა და ინფიცირებულ ადამიანებთან მჭიდრო კონტაქტისას მარტივად ვრცელდება. ხალხმრავალ ადგილებს და პაციენტებთან კონტაქტს მოერიდეთ. ბავშვებისთვის დღის განმავლობაში სუფთა ჰაერზე სეირნობა ძალიან მნიშვნელოვანია, ჩემთვის ვიტამინებით გადატვირთვა მიუღებელია. ბევრი ხილის მიცემა და სახლის კომპოტები სჯობს.
ნებისმიერ შემთხვევაში, ფრთხილად უნდა იყოთ. ძნელი სათქმელია, რამდენ ხანს გაგრძელდება ვირუსის გავრცელების აქტიური პერიოდი, მაგრამ ის დაახლოებით მარტის შუა რიცხვებში თანდათან შემცირდება.