საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ახალქალაქში საზეიმოდ აღნიშნეს. “ხას ბახჩას” ცენტრალურ პარკში სცენა, ბავშვებისთვის სხვადასხვა გასართობი, ადგილობრივი წარმოების პროდუქციის ბაზრობა და მრავალი სხვა გასართობი მოეწყო.
სიტყვით გამოვიდნენ სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილეები, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი მელქონ მაკარიანი. მან მოსახლეობას დღესასწაული მიულოცა და მშვიდობიანი ცა უსურვა.
14:00 საათიდან სცენაზე ადგილობრივი არტისტები და ანსამბლები, ანი თოროსიანი, მედოლეების ანსამბლი, ანსამბლი “მურჯი”, ანსამბლი “ჯავახეთი”, რომან ჩნავაიანი, ანსამბლი “ჯავახკი”, ალფონ კულახსიანი, საშუალო სკოლის გუნდი გამოვიდნენ.
ბავშვებისთვის გასართობი, სპორტული მოედნები მოეწყო, შეეძლოთ ეთამაშათ დამკა, ჭადრაკი და კალათბურთი. პარკის ირგვლივ სამხედრო ტექნიკის გამოფენა მოეწყო.
17:10 საათზე საქართველოს ჰიმნი საზეიმოდ გაჟღერდა, ცაში უკრაინის დროშის ფერებში კვამლის ბომბები ააფეთქეს, რის შემდეგაც თბილისიდან მოწვეული არტისტები ნოდიკო ტატიშვილი, სოფო გელოვანი, დათუნა მგელაძე, დუეტი “საქართველო” მაყურებელთა წინაშე წარდგნენ.