18 ნოემბერს, დილიდან ახალქალაქში ახალი გარე განათების ნათურები გამოჩნდა, რომლებმაც სიბნელეში უკეთესი განათება უნდა უზრუნველყონ. ჯერჯერობით მხოლოდ 4-ია, ისინი ცენტრალურ მოედანზეა განთავსებული, სამომავლოდ კი ფარნების რაოდენობის გაზრდა იგეგმება.
მაშტოცის მოედანზე ოთხი ახალი ფარანი გამოჩნდა. ისინი ახალქალაქის სერვის ცენტრის ინიციატივითა და დაფინანსებით დამონტაჟდა.
„საცდელად დავამონტაჟეთ, ხოლო სამომავლოდ ქალაქის საავადმყოფომდე გვინდა დამონტაჟება, რომ ხალხისთვის მეტი სინათლე იყოს. ამას მერია გადაწყვეტს, თვითონ უნდა იყიდონ, ხოლო ჩვენ გამივცვალოთ. ამ განათებებით განათება ღამით იქნება ისე, როგორც დღისით“, – კომენტარი გააკეთა ახალქალაქის სერვის ცენტრის დირექტორმა მხითარ რსტაკიანმა.
როგორც ახალქალაქის მერიაში აღნიშნეს, მთავარი ქუჩის გასწვრივ დარჩენილი განათებები (თავისუფლების, აღმაშენებლის ქუჩები) სავარაუდოდ 2025 წელს დამონტაჟდება.
„ახლა განათება არის 50-60 ვტ, მაგრამ ეს 150 ვტ-იანია, უფრო მძლავრია და უკეთეს განათებას იძლევა“, – თქვა მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა, არა მოვსისიანმა.
ახალქალაქის ქუჩების განათება სუსტია და ღამით ქუჩებში ხილვადობა ძალიან ცუდია. რამდენად გაანათებს ქუჩებს ახალი განათება, ჯერ კიდევ ძნელი შესაფასებელია, რადგან მხოლოდ 4 ნათურა ცენტრში განათებას დიდად არ ცვლის.