ენერგოდისტრიბუციის კომპანია “ენერგო პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, დღეს, 15 დეკემბერს, 12:30 საათიდან 18:00 საათამდე პერიოდში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ სოფელს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. მიზეზი გეგმიური სარემონტო სამუშაოებია.
დენი გაეთიშება ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ჰოსპიოს, ხორენიას, ბავრას, ხულგუმოს და მიმდებარე სოფლები. ასევე, 10:30 საათიდან 18:00 საათამდე დენი ინნოწმინდის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელშიც გაითიშება.
აღდგენითი სამუშაოების დასრულების შემდეგ ელექტროენერგიის მიწოდება განახლდება.