ახალქალაქის სპორტკომპლექსის მოკრივე უკვე მეორე წელია ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონი ხდება.
2022 და 2023 წლების ევროპის ჩემპიონატის შედარებისას გორი აღნიშნავს, რომ გასული წელი მისთვის უფრო რთული იყო.
“წელს ვიცოდი, რომ წონით კატეგორიაში ფავორიტი ვიყავი და ბევრი გულშემატკივარიც მყავდა და მათ იმედს ვერ გავუცრუებდი. მხარდაჭერა დიდია. ამჯერად მეტი პასუხისმგებლობა მქონდა და ჩემს ისტორიულ სამშობლოში, სომხეთში, აუცილებლად უნდა მომეგო. დარწმუნებული ვიყავი, რომ გავიმარჯვებდი და გავიმარჯვე კიდეც“.
იგი მიიჩნევს, რომ ვარჯიში გამარჯვებაში ეხმარება: “თუ სპორტსმენი მუდმივი ვარჯიშის მიუხედავად მაინც წააგებს, ანუ საკმარისად არ ვარჯიშობდა.”
გორის პირადი მწვრთნელი გაგიკ ელიზბარიანი თავის მოსწავლეს დიდ მონდომებას ამჩნევს.
“მისი ძალა ფიზიკურ მონაცემებშია, ტექნიკაც არ დაეწუნება. 6 წლიდან ვარჯიშობს, ძალიან შრომისმოყვარეა. დიდი იმედი მაქვს, რომ ოლიმპიური ჩემპიონი გახდება”, – გვიზიარებს იგი.
რა ეხმარება მოკრივეს რინგზე? – გორს მიაჩნია, რომ კონკრეტულად არაფერი; ყველაფერი, რაც მოკრივეზეა დამოკიდებული, რინგამდე უნდა გააკეთოს. ბრძოლების წინ საკუთარ თავს ყოველთვის ეუბნება, რომ რინგი მხოლოდ გამარჯვებულმა უნდა დატოვოს და ჭკვიანურად იბრძოლოს.
“რინგზე სწორად უნდა მოიქცე, გონება არასოდეს მოადუნო. როცა დაძაბული ხარ, ტვინიც ითიშება. ბევრი ცდილობს მოკრივის გაბრაზებას. ხოლო, როცა მოკრივე გაბრაზებულია, ჩათვალეთ, ძალის მეოთხედი რჩება და ადვილი დასამარცხებელია”.
გორიმ იცის როგორ შეიკავოს და გააკონტროლოს ემოციები, ეს გამოცდილებით ისწავლა.
ახლა სკოლას ამთავრებს და აპირებს ერევნის ფიზიკური კულტურის ინსტიტუტში გააგრძელოს წასვლა, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება თვეების განმავლობაში სასწავლო ბანაკში იყოს. ცხოვრებისეული გეგმების შესახებ ამბობს, რომ სანამ შეძლებს კრივით იქნება დაკავებული, მაგრამ არ იცის რა ელის.
მომავალი წლიდან გორი ზრდასრულთა კატეგორიაშიც გამოვა. მისი მთავარი მიზანი 2028 წლის ოლიმპიური თამაშებია, მაგრამ იქამდე გრძელი სიაა – საქართველოს ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი, მსოფლიო ჩემპიონატი ჯერ მხოლოდ მოზარდებში.
მშობლები გორს ყოველთვის მხარს უჭერენ, წააგებისა თუ მოიგების მიუხედავად. წაგებისას მოტივაციას აძლევენ და ეუბნებიან, რომ კიდევ უფრო მეტი ეცადოს.