ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული განვითარების 2023-2025 წლების გეგმაში სამი ხიდის რეაბილიტაციაა აღნიშნული: სოფელ ხორენიის, ხოსპიო-მარტუნის და ახალქალაქში უნივერსიტეტთან არსებული ხიდის. მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ინფორმაციით, დიდია ალბათობა იმისა, რომ სოფელ ხოსპიოს ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარე წელს დაიწყოს. 2016 წლიდან ხოსპიოს მცხოვრებლები ხიდის ავარიულ მდგომარეობას უჩივიან.
2023-2025 წლებში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმებში 21 ინფრასტრუქტურული სამუშაო შედის.
მარტუნის ხიდი, რომელიც სოფლისკენ მიმავალი ერთადერთი გზაა, 2016 წლიდან ავარიულ მდგომარეობაშია. ხიდით სოფელ ხოსპიოს მცხოვრებლებიც სარგებლობენ, რადგან გზა საძოვრებისკენ მიდის. ხიდზე მოძრაობა საშიშია როგორც ფეხით მოსიარულეებისთვის, ასევე მძღოლებისთვის. ზოგან ხიდის საფარის და გზის შეერთებაზე ორმოები წარმოიქმნა. ხიდი საფეხმავლო ნაწილთან დანგრეულია, თანდათანობით წარმოქმნილი ორმო კი ზომაში იზრდება. ხიდი რკინით არის დაფარული. მოსახლეობამ რეაბილიტაციის მოთხოვნით მუნიციპალიტეტს არაერთხელ მიმართა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ არ უარყო ის ფაქტი, რომ ხიდი ავარიულ მდგომარეობაში იყო, თუმცა სარემონტო თანხა არ ჰქონდათ. მოსახლეობას იმედი არ დაუკარგავს და ჩივილი არ შეუწყვეტია.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და სამშენებლო სამსახურის უფროსმა არა მოვსისიანმა განმარტა, რომ ალბათობა იმისა, სოფელ ხოსპიოს ხიდი წელს გარემონტდეს, დიდია.
ხიდის რეაბილიტაცია დაახლოებით 500 000-600 000 ლარი დაჯდება. რეაბილიტაციისთვის თანხა ჯერ არ არის გამოყოფილი, თუმცა საპროექტო დოკუმენტაციიდან გამომდინარე, რეაბილიტაციის ალბათობა იზრდება.
სოფელ დიდ ხორენიას დანარჩენ დასახლებებთან დამაკავშირებელი ხიდი ნადგურდება. სამი ათწლეული გავიდა მისი მშენებლობიდან და არასოდეს გარემონტებულა. ახალქალაქის ადგილობრივი ხელისუფლება ხორენიას ხიდის გარემონტებას ჯერ კიდევ 2019 წელს გეგმავდა, მაგრამ რატომღაც ვერ შეძლო.
სოფლის მოსახლეობა შიშობს, რომ სოფელში ერთადერთი (1962 წელს აშენებული) ხიდი ჩამოინგრევა და ბლოკადაში მოექცევიან.
შეგიძლიათ გაეცნოთ: