6 მაისს ჯავახეთში ცრატონს აღნიშნავენ, სხვადასხვა სალოცავებში ლოცულობენ, სანთლებს ანთებენ და დღესასწაულს ზეიმობენ.
ხალხი ამირანის გორის მწვერვალზე, სალოცავებთან ჯგუფურად ადის, რომელსაც 6 მაისს ყოველწლიურად მომლოცველი ახალქალაქელები სტუმრობენ.
ლეგენდის თანახმად, ამ დღეს საქმეს არავინ აკეთებს, რადგან ეშინიათ, რომ საფრთხე შეექმნებათ. ხალხს სჯერა, რომ ძველ დროში ბევრი მუშაობით ადამიანებს ხელები და ფეხები ეგრიხებოდათ. თუ რაიმე გადაუდებელი ჰქონდათ გასაკეთებელი, სასჯელის თავიდან ასაცილებლად, მაშინვე ცოტა ქერს თესავდნენ. სჯეროდათ, რომ დათესილი ქერი მრუდედ იზრდებოდა და სურბ გევორგის სასჯელს საკუთარ თავზე იღებდა.
ეს დღესასწაული ორსულებისთვისაც „მნიშვნელოვანია“. ჯავახეთში ორსულებს საქმის კეთება და განსაკუთრებით მჭრელი საგნების გამოყენება ეკრძალებათ. ჯავახეთში ირწმუნებიან, რომ თუ ორსული 6 მაისს საოჯახო საქმეებს გააკეთებს, მაშინ ბავშვი ნიშნით დაიბადება. ამიტომ ჯავახეთში 6 მაისს არასამუშაო დღეა.
ცრატონის დღესასწაული, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში ძალიან პოპულარულია, მიუხედავად იმისა, რომ რელიგიურ ელემენტებს შეიცავს, სომხური სამოციქულო წმინდა ეკლესიის კალენდართან და დღესასწაულებთან საერთო არაფერი აქვს.