დღეს, 8 ივლისს ახალქალაქის კულტურის სახლში ყოველწლიური ფესტივალი “ჯავახეთის გაზაფხული” გაიმართა. სცენაზე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ანსამბლიდან 29 ანსამბლი წარდგა.
დარბაზი სავსე იყო მაყურებლით. ფესტივალზე ესწრებოდა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი. ახალქალაქის მერის მოადგილე მკრტიჩ მღდესიანი, განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამსახურის სამსახურის უფროსი ვალერი სტელმაშოვი. ანსამბლების და მომღერლების გამოსვლებს აფასებდნენ ჟიურის წევრები. ჟიურის შემადგენლობაში იყო მუსიკალური სკოლის დირექტორი სვეტლანა კაროიანი, მუსიკის მასწავლრბელი ჰასმიკ ღევენიანი, მომავლის სახლის დირექტორი სათენიკ მაითესიანი, ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორი სათენიკ ტონაკანიანი, განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდების საქმეთა სამსახურის უფროსის მოადგილე ოლიკო მელიქიძე.
პირველად “ჯავახეთის გაზაფხულის” ფესტივალი 2008 წელს გაიმართა, ხელმძღვანელი აშუღ ალიკ ქსპოიანია. ფესტივალის გამართვის ხარჯებს ადგილობრივი ბიუჯეტი ფარავს.
წარდგნენ სოფელ ბეჟანოს, კარტიკამის, ხანდოს, ოლავერდის, ჩუნჩხას, კორხის, ვარევანის, კუმურდოს, ბუღაშენის, აზავრეთის და სხვა სოფლების საცეკვაო ანსამბლები. ასევე წარდგნენ ანსამბლი “მურჯი”, სომხური ახალგაზრდული ცენტრის ანსამბლები და სხვა.
ფასებოდა, როგორც მოცეკვავეები, ასევე აშუღური სიმღერების შემსრულებლები და საუკეთესო ქორეოგრაფები.
ფესტივალის შედეგები:
“სიმღერა” ნომინაციაში
ჟიურის სიმპათია დაიმსახურა გაგიკ კაპლანიანმა სოფელ კარტიკამიდან, მაყურებლის სიმოათია- არიტა უნანიანმა არაგვადან.
3 ადგილი – აღუნიკ უნანიანმა (ბეჟანო)
2 ადგილი – რაფიკ სტეფანიანი (გოდოლარი)
1 ადგილი – ბაბკენ ბერაკჩიანი (ეხტილა)
გრან პრი დაიმსახურა რომან ჩნავიანმა კარტიკამიდან.
”ცეკვის” ნომინაციაში
“წარმატებული ახალგაზრდა ქორეოგრაფის” პრიზი მიიღო- ნინა ჩარმანიანმა
მაყურებლის სიმპათია – კლარა ერიციანმა
3 ადგილი – დაიკავა ანსამბლ “არევიკმა” კარტიკამიდან (ხელმძღვანელი არევიკ გინოიანი)
2 ადგილი – სომხური ახალგაზრდული ცენტრის ანსამბლი( ხელმძღვანრლი რიტა კარაპეტიანი, ახალქალაქი)
1 ადგილი – “მურჯი” (ხელმძღვანელი გიორგი მეტრეველი, ახალქალაქი)
გრან პრი მიიღო სოფელ კუმურდოს ამსამბლმა რადიკ ეზოიანის ხელმძღვანელობით.