გაზაფხულთან ერთად “ხაფანის” სეზონიც დადგა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მამაკაცების უმეტესობა სეზონურ სამუშაოზე მიდის. მრავალი ათეული წელია ახალქალაქელები სამუშაოდ ძირითადად რუსეთში მიდიან. რუბლი გაუფასურდა, ხალხი ეჭვებშია, მაგრამ მაინც მიდის, რადგან ალტერნატივას ვერ ხედავს.
დღეში მინიმუმ ერთი მიკროავტობუსი “ხაფანის” ხალხით (მამაკაცი, რომელიც სამუშაოდ მიდის) დატვრითული ლარსის გავლით რუსეთში მიემგზავრება. ზოგი საკუთარი მანქანითაც მიემგზავრება და თანამგზავრებიც მიჰყავს, ზოგი კი სომხეთიდან თვითმფრინავით მიფრინავს.
ორი წელია საქართველოში რუბლის კურსი ეცემა. გასულ ზაფხულს (2022) რუბლის კურსის მკვეთრი ზრდის მიუხედავად, კურსის ტენდენცია კვლავ ეცემა. ეს ფაქტი რუსეთში სამუშაოდ მიმავალი მამაკაცების გადაწყვეტილებაზე მოქმედებს და ბოლო 2 წლის განმავლობაში რუსეთში გაზრდილი ხელფასები აღარ ჭრის.
გალუსტ მამრეიანი, სოფელ აგანადან, რუბლის კურსის დაცემის მიუხედავად, ერთ თვეში რუსეთში მიდის.
,,თვის ბოლოს წავალ. მოწვევას ველოდები. აქ დარჩენას არ ვაპირებ, თუმცა შანსის შემთხვევაში არ წავიდოდი. როგორი ანაზღაურებაც არ უნდა იყოს, დარჩენაზე ორჯერ უკეთესია. დასამუშავებელი მიწა არ მაქვს, სხვა სამუშაო არ არის. მართალია, კურსი ახლა დაბალია, მაგრამ იმედია მოიმატებს. შემოდგომაზე 40-45 ლარად გავცვალე რუბლი, თანაც არ ვინახავ და როცა ხელფასს ვიღებ, ლარში ვცვლი. იქ მშენებლობაზე ვმუშაობ“, – ამბობს გალუსტ მამრეიანი.
მაქსიმი 12 წელია “ხოფანში” მიდის, რადგან ოჯახის სარჩენად სხვა გზას ვერ ხედავს.
“აქ არც მიწა მაქვს და არც ტექნიკა, მიწასაც ვერ ვამუშავებ. იქ შოფერი ვარ და 150 000 რუბლს მიხდიან. ბანკში ვიღებ და ლარში იქვე ვცვლი – 1000 რუბლი კურსით 31 ლარი გამოდის. ჩემი ოჯახი საქართველოში ბანკიდან პირდაპირ ლარს იღებს”, – განმარტავს მაქსიმი.
სოფელ ორჯადან სამველ აკოჯიანმა ბანკიდან სესხი აიღო და ამის გამო რუსეთში წავიდა. იმედი აქვს, რომ საკმარისი თანხის გამომუშავებას შეძლებს.
„მიწებს ჩემი შვილი ამუშავებს. ორმა ადამიანმა რა გავაკეთოთ? სესხიც გვაქვს და ტექნიკაც შევიძინეთ. შოფერი ვარ, სამუშაო რთული არ არის, მაგრამ ხელფასი ჯერ არ ამიღია. აქ რაც არ უნდა ავიღო, ნებისმიერი თანხა მაწყობს“, – ამბობს სამველ აკოჯიანი.
ოვანასიან ხორენი, სოფელ აგანადან, ამბობს, რომ მისი შვილიშვილი რუსეთში წელს წავიდა, თუმცა გასულ წელს ნაშოვნი ფული კურსის გამო „გაქრა“.
„შარშან წავიდა და ხელცარიელი დაბრუნდა, რადგან მთელი თანხა არ მისცეს. აღებული ფული გადავცვალეთ, კურსი სრულიად უსარგებლო აღმოჩნდა. მაგრამ წელს ისევ წავიდა, რადგან აქ სამუშაო არ არის. ეს არაფერს სჯობია”,- განმარტა ოგანესიან ხორენმა.
სოფელ აგანას მკვიდრის თქმით, ხალხი რუსეთის გარდა, სხვა ქვეყნებშიც მიდის, მაგრამ იგივე თანხაზე მუშაობენ, ევროპაში კი მეტს იღებენ, მაგრამ იქ ხარჯებიც დიდია. თუმცა რუსეთში კავშირები, ნაცნობები, კომპანიები უკვე მოიძებნება, რომლებიც სამუშაოზე იძახებენ ადამიანებს.
“რუსეთში სულ უფრო მეტი ხალხი მიდის. საზღვარგარეთ 1000 ევროს იხდიან, მაგრამ ერთი კოლოფი სიგარეტი 7 ევრო ღირს. მაინც იგივე გამოდის”, – ამბობს სოფელ აგანას მცხოვრები.
რუბლის კურსის დაცემის ფონზე ახალქალაქელები რუსეთში სამუშაოდ მაინც მიდიან. ისიც კი ტოვებს ქვეყანას, ვინც ერთი-ორი თვის წინ ფიქრობდა, რომ აღარ წავიდოდა.