ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სკოლებში სტატის გარეშე მასწავლებელთა ნაწილმა შესაძლოა შვებულების ანაზღაურება ვერ მიიღოს. სკოლის დირექტორებმა მასწავლებლებთან შრომითი ხელშეკრულება სასწავლო წლის დასრულებამდე და არა მომდევნო სასწავლო წლის დაწყებამდე გააფორმეს, რის შედეგადაც მასწავლებლებს არდადეგების პერიოდში ხელფასები არ აუნაზღაურდებათ. Jnews-ი ერთი თვის წინ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრს დაუკავშირდა, მაგრამ კითხვებზე პასუხი არ მიგვიღია.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სკოლების ზოგიერთმა დირექტორმა უსტატუსო პედაგოგებთან ხელშეკრულება სასწავლო წლის ბოლომდე გააფორმა. Jnews-ის ინფორმაციით, არის სკოლები, სადაც დირექტორებმა მომავალი სასწავლო წლის დაწყებამდე გააფორმეს ხელშეკრულება, თუმცა სკოლებს მოსთხოვეს, მიმდინარე სასწავლო წლის დასრულებამდე შეეცვალათ პირობები და უსტატუსო მასწავლებლებისთვის სკოლაში ხელშეკრულებების წარდგენა ეთხოვათ. ელიან და არ იციან შეცვლიან თუ არა ხელშეკრულებებს. უხელფასო შვებულებები აშფოთებთ.
მასწავლებლები ჩივიან, რომ მომხდარი უსამართლობაა – რატომ არ უნდა მიიღონ შვებულებისას ანაზღაურება, როცა მთელი წელი მუშაობენ?
„სკოლაში ხელშეკრულება სექტემბრიდან დეკემბრამდე და იანვრიდან 15 ივნისამდე გაგვიფორმეს, მაგრამ შემდეგ აცხადებენ, რომ შვებულებისას ანაზღაურებას არ მოგვცემენ. ამის წინააღმდეგნი ვიყავით. პირველ რიგში, იმიტომ, რომ ჩვენი სასწავლო წელი 15 ივნისს არ მთავრდება და 10 ივლისამდე ვმუშაობთ. თუ მანამდე არ ჩავაბარებთ გამოცდებს და სტატუსს არ მივიღებთ, ორი თვის შვებულება არ აგვინაზღაურდება“, – ამბობენ ხელშეკრულებით მომუშავე პედაგოგები.
პედაგოგები სტატუსს 15 ივნისამდე ვერ მიიღებენ, რადგან სასწავლო პროგრამა უნდა დაასრულონ, რომელიც ივნის-ივლისშია დაგეგმილი და მხოლოდ ამ პროგრამის შემდეგ შეძლებენ სტატუსის მიღებას.
მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებლები თვლიან, ყოველივე სტატუსის უქონლობამ გამოწვეულია, Jnews-მა სანდო წყაროებზე დაყრდნობით დაადგინა, რომ მასწავლებელთა ხელფასები და სტატუსი კავშირში არ არის.
ახალქალაქშიც არის სკოლა, სადაც უსტატუსო პედაგოგები მუშაობენ. ადმინისტრაციამ მათთან გააფორმა ხელშეკრულება, სადაც ნათქვამია, რომ ისინი მოიწვიეს და ხელშეკრულების ვადა მომავალი სასწავლო წლის დაწყებამდე გრძელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ შვებულებისას ანაზღაურებას მიიღებენ.
ამ საკითხთან დაკავშირებით Jnews-ი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრს ერთი თვის წინ დაუკავშირდა, თუმცა კითხვებზე დღემდე არ უპასუხიათ და ყოველ ჯერზე გვეუბნებიან, რომ ინფორმაცია ზუსტდება.