არაქართულენოვან სკოლებში მასწავლებელთა სტატუსის გასაუმჯობესებლად რამდენიმე ეტაპია გასავლელი.
მასწავლებლები, რომლებიც ჩააბარებენ, როგორც საგნის, ასევე ზოგადი უნარების გამოცდას, მაგრამ ორივე საგანში 10 ქულას ვერ მიიღებენ, უფროსი მასწავლებლის სტატუსი არ მიენიჭებათ. თუ მასწავლებელმა ორივე გამოცდაში 10 ქულა დააგროვა, მაშინ ავტომატურად იღებს სტატუსს.
სტატუსის მისაღებად მასწავლებელმა უნდა ჩააბაროს საგნობრივი და ზოგადი უნარების გამოცდა, თითოეულ გამოცდაზე 10 ქულით ან/და ჰქონდეს ქართული ენის ცოდნის სერტიფიკატი B1 საფეხურზე, ან საქართველოში განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
შემდეგ, უნდა გაიარონ სამინისტროს მიერ შემუშავებული გრძელვადიანი კურსი. წარმატებით დასრულების შემდეგ, განიახლებენ სტატუსს. ეს კურსები 48 საათიანია და ონლაინ არ ისწავლება.
თუ მასწავლებელი ორივე გამოცდას ჩააბაებს, მაგრამ არ წარადგინა ქართული ენის B1 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი, სტატუსს ვერ აიმაღლებს.
თუმცა, არაქართულენოვანი სკოლების იმ მასწავლებლებს, რომლებსაც ჯერ არ აქვთ სტატუსი ან საგნობრივი გამოცდა არ ჩაუბარებიათ, ინარჩუნებენ პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსს და შეუძლიათ სკოლებში 2023 წლამდე იმუშაონ.
აღსანიშნავია, რომ მასწავლებლები, რომლებმაც ჩააბარეს გამოცდა უნარებსა და საგნებში და ვერ მიიღეს სტატუსი, ამ შესაძლებლობას მათ მიმართ დისკრიმინაციულად თვლიან. ამაზე უფრო მეტი ჩვენს შემდგომ მასალაში.