ახალქალაქის მუსიკალური სკოლა საქართველოში ცნობილი ხდება, მისი მოსწავლეების წარმატებების წყალობით, იგი თანამშრომლებისა და ზოგადად ქალაქის მცხოვრებლების სიამაყის მიზეზია, მაგრამ სკოლას პრობლემები მაინც აქვს.
ახალქალაქის მუსიკალური სკოლა 50-იანი წლების დასაწყისში გაიხსნა და დიდი პოპულარობით სარგებლობდა მოსახლეობაში. მაშინ სკოლას, როგორც ყველა დაწესებულებას, რთული პერიოდი ჰქონდა. თუმცა გადარჩა. ახლა სკოლა საქართველოშიც ცნობილია, თანაც არა მხოლოდ ნიჭიერი მოსწავლეების წყალობით.
“ახალქალაქისთვის ეს დიდი მიღწევაა, ატომური ბომბის აფეთქებას ჰგავს. თავდაპირველად სტუდენტები არ გვყავდა და არც წარმატებულები ვიყავით. ისეთი შესაძლებლობები გვაქს, ადრე რომ არასდროს გვქონია”, – აცხადებს მუსიკალური სკოლის დირექტორი სვეტლანა კაროიანი.
მუსიკალურ სკოლაში 6 წლის ასაკიდან შეიძლება ჩაბარება, სწავლა კი 6 წელი გრძელდება. წელს მუსიკალური სკოლის მოსწავლეთა რაოდენობა გაიზარდა – სულ 163 მოსწავლე. სვეტლანა კაროიანი ამის გამო ძალიან ბედნიერია.
“ყველას სურს ანაიდასა და არსენის მსგავსად დაკვრა, რადგან კარგი მაგალითები არიან სხვებისთვის. ასეც უნდა იყოს. კმაყოფილი ვარ, რადგან უკვე პროფესიონალურ დონეზე ვართ აღიარებული”, – აღნიშნავს ის სიამაყით.
თუმცა სკოლას რემონტი და პედაგოგები სჭირდება.
„აკორდეონის ჯგუფი გვქონდა, მაგრამ დაიხურა, გიტარაც არ არის, მაგრამ ხშირად გვთხოვენ, ხანდახან არმენ ერიციანს (გიტარისტს) ვთხოვთ, რომ დაგვეხმაროს, მაგრამ ის ჩვენი კოლეგა არ არის, ამიტომ მხოლოდ კონცერტებზე გვეხმარება“, – აცხადებს მუსიკალური სკოლის დირექტორი.
სკოლის პედაგოგებს ახალგაზრდა სპეციალისტებით ვერ ანაცვლებენ.
სკოლას რემონტიც ესაჭიროება – ძირითადი ნაწილის განახლება, სადაც საკლასო ოთახებია, შენობის უკანა ნაწილის გამაგრება და გარემონტება, სადაც ბიბლიოთეკაა განთავსებული.
სკოლაში მუსიკალურ ინსტრუმენტებთან დაკავშირებით საჩივრები არ არის. რამდენიმე წლის წინ მუსიკალური სკოლის მასწავლებელმა ლუსია ჩობანიანმა მონაწილეობა მიიღო LAG-ის – ადგილობრივი განვითარების ჯგუფი – კონკურსში EU ENPARD-2 პროგრამის ფარგლებში და მუსიკალური ინსტრუმენტების შესაძენად გრანტი მოიპოვა. პროექტის ღირებულება 30 000 ლარი იყო. თანხის 35% ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა გადაიხადა.
გრანტით შეიძინეს 5 სინთეზატორი, 1 ფორტეპიანო, 9 სკამი, დაფა, რომელიც ინტერნეტს უკავშირდება.
ახლა მუსიკალურ სკოლას 13 მუშა პიანინო აქვს.