2023 წლის 25-30 აპრილს ქალაქ გორში კრივის ახალგაზრდული ჩემპიონატი ტარდება, რომელშიც ახალქალაქის სპორტული კომპლექსის 15 მოსწავლეც მიიღებს მონაწილეობას.

ჩემპიონატის ფინალში ახალქალაქის სპორტკომპლექსიდან ვენეტიკ ზანდარიანი (70 კგ) და რუსლან გმბოიანი (46 კგ) გავიდნენ და ოქროს მედლისთვის იბრძოლებენ.

ნახევარფინალში ვენეტიკ ზანდარიანის მეტოქე ზუგდიდის წარმომადგენელი ბიგვავა გიორგი იყო, გმბოიან რუსლანის – თბილისის წარმომადგენელი მიხეილ უმურშადიანი.

მესამე ადგილი ინდოიან ხაჩატურმა, მანასიან სერობმა, არაკელიან არტურმა დაიკავეს და ეროვნულ გუნდს შეუერთდნენ.

ინდოიან ხაჩატური ესპანეთის საერთაშორისო ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას და გამარჯვების შემთხვევაში ევროპის ჩემპიონატსაც შეუერთდება. ინდოიანის ბრძოლისას მსაჯების გამო გაუგებრობა მოხდა და ეს შესაძლებლობაც ამიტომ ეძლევა.

ზანდარიან ვენეტიკის მწვრთნელი არტურ ელიზბარიანია, არტურ არაკელიანისა და მანასიან სერობის მწვრთნელი – ღაზარიან ვენეტიკი, ინდოიან ხაჩატურისა და გმბოიან რუსლანის მწვრთნელი – მანუკ დავთიანი, რეფერის – არმენ გრიგორიანი.

ჩემპიონატის ფინალური ტური 30 აპრილს გაიმართება.