16 მარტს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკაში ჭიდაობის შეჯიბრი გაიმართა, რომელშიც სხვადასხვა სოფლიდან და ქალაქ ახალქალაქიდან 70-მდე მონაწილემ მიიღო მონაწილეობა.
კონკურსი ჩატარდა ახალქალაქის მერიის და უშუალოდ განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის სამსახურების მხარდაჭერით. ღონისძიების მიზანი მუნიციპალიტეტში ჭიდაობის ტრადიციების აღორძინება და პოპულარიზაცია და საბრძოლო უნარების განვითარება იყო.
12 კატეგორიაში ერთმანეთს 65 სპორტსმენი დაუპირისპირდა.
საპრიზო ადგილის მფლობელი 12 სპორტსმენი თასებით, მედლებითა და დიპლომებით დაჯილდოვდა.