საქართველოს ქალაქ გორში კრივში მსოფლიო ჩემპიონის, გიორგი კანდელაკის სახელობის საერთაშორისო ტურნირი გაიმართა, რომელშიც მეორე ადგილი ახალქალაქის სპორტკომპლექსის კურსდამთავრებულმა, ედგარ სტეპანიანმა დაიკავა.

ახალქალაქიდან საერთაშორისო ტურნირზე 57 კგ წონით კატეგორიაში სარგის ირიციანი, 63 კგ წონით კატეგორიაში ედგარ სტეპანიანი და 67 კგ წონით კატეგორიაში სერგეი პოლორჩიანი მონაწილეობდნენ.

ფინალურ ტურში ედგარ სტეპანიანმა მეორე ადგილი დაკარგა, რომელიც სომხეთიდან სპორტსმენმა დაიკავა. ედგარის მწვრთნელი, სარგის ირიციანის მსგავსად, ვენეტიკ ღაზარიანია, სერგეი პოლორჩიანს კი ატომ ელიზბარიანი ავარჯიშებს.

ტურნირის მსაჯები არტურ ელიზბარიანი და არმენ გრიგორიანი იყვნენ, ტურნირში მონაწილეობდნენ ახალგაზრდა მოკრივეები საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან და ყაზახეთიდან.

ტურნირი ყოველწლიურად იმართება, გორი ახალგაზრდა სპორტსმენებს მე-12-ედ მასპინძლობს. გიორგი კანდელაკი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი სპორტსმენია, რომელმაც 1997 წელს მსოფლიო ტიტული მოიპოვა.