23 ოქტომბერს ახალქალაქის მერიის ინიციატივითა და მხარდაჭერით ჭადრაკში, ნარდსა და მაგიდის ჩოგბურთში ქალთა ტურნირი გაიმართა, რომელშიც მერიის და მერიის დაქვემდებარებაში მყოფი დაწესებულებების თანამშრომლებმა მიიღეს მონაწილეობა.
„გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, რომ შეჯიბრებებში მონაწილეობა როგორც ქალებმა, ასევე მამაკაცებმა მიიღონ. თანამშრომლებისგან მივიღეთ შემოთავაზება, რომ მსგავსი კონკურსი ჩაგვეტარებინა. რამდენიმე თვის წინ ნარდის ღია ჩემპიონატი მამაკაცებს შორის გაიმართა, შემდეგ კი გაჩნდა იდეა, რომ ასეთი შეჯიბრი ქალებისთვისაც ჩაგვეტარებინა“, – განმარტა ახალქალაქის მერმა მელქონ მაკარიანმა.
მისივე თქმით, მონაწილეების სურვილია მსგავი აქტივობები უფრო ხშირად ტარდებოდეს.
მაგიდის ჩოგბურთის შეჯიბრში საპატიო პირველი ადგილი ახალქალაქის N1 სკოლამდელი აღსაზრდელი დაწესებულების ხელმძღვანელმა ლეილა გალუსტიანმა მოიპოვა. ჭადრაკში პირველი ადგილი მერიის იურიდიული სამსახურის თანამშრომელმა ლუსია ჩობანიანმა დაიკავა, ნარდში კი მუსიკალური სკოლის თანამშრომელმა არუსიაკ აივაზიანმა.
როგორც გამარჯვებულებს, ისე ტურნირის მონაწილეებს ახალქალაქის მერიამ სიგელები, მედლები და სხვადასხვა პრიზები გადასცა.