ბათუმში კრივის ჩემპიონატი გრძელდება, რომელშიც 11 ახალქალაქელი სპორტსმენი მონაწილეობს. ჩემპიონატის მე-4 დღის შედეგების მიხედვით, ფინალში ახალგაზრდული ჯგუფიდან 3 სპორტსმენი და მოზრდილთა ჯგუფიდან 4 სპორტსმენი გავიდა.
შეჯიბრის მეოთხე დღეს ფინალისთვის ნახევარფინალში გასული 8 ახალქალაქელი სპორტსმენი იბრძოდა. სატურნირო დღის პირველი ნახევრის შედეგების მიხედვით, ახალგაზრდულ ასაკობრივ კატეგორიაში გორ აივაზიანმა, პავლიკ ეგოიანმა და სამველ ღაზარიანმა მეტოქეები დაამარცხეს და ფინალში გავიდნენ.
საღამოს ზრდასრულთა ასაკობრივი კატეგორიის სპორტსმენების ორთაბრძოლები გაიმართა: ახალქალაქელმა 5-დან 4-მა მეტოქე დაამარცხა და ფინალშიც გავიდა. მათ შორის არიან არმენ გრიგორიანი, არტიუშ გომციანი, არამ ხრიკიანი და არტიომ იორდანიანი. არშაკ ელიზბარიანი მეტოქესთან დამარცხდა და ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი გახდა.
4 თებერვალს ახალქალაქიდან 7 სპორტსმენი ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძოლებს.
ორთაბრძოლების პირდაპირი ეთერი შეგიძლიათ საქართველოს კრივის ფედერაციის ფეისბუქ გვერდზე ნახოთ.
30 იანვრიდან 4 თებერვლის ჩათვლით საქართველოში კრივის ჩემპიონატი ტარდება.