5 დეკემბერს ახალქალაქის სპორტულ სკოლაში თავისუფალ ჭიდაობაში ქალაქის ჩემპიონატი გაიმართა, რომელშიც 70 სპორტსმენი მონაწილეობდა.
ტურნირი თავისუფალი სტილით ჭიდაობის თორმეტ კატეგორიაში გაიმართა. გამარჯვებულები მედლებით, სიგელებით, თასებით და სხვა პრიზებით დაჯილდოვდნენ.
თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ღია ჩემპიონატის ორგანიზატორი განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, ტურიზმის განვითარებისა და გენდერული თანასწორობის დეპარტამენტი იყო.
ტურნირს მერის მოადგილე მკრტიჩ მღდესიანი, სპორტული სკოლის დირექტორი არამ სუქიასიანი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა ხელმძღვანელი ვალერი სტელმაშოვი და სხვები ესწრებოდნენ.