ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებმა 28 აპრილს პლენარულ სხდომაზე 2023 წლის ბიუჯეტის მორიგი ცვლილება და მერიის საშტატო ცხრილი დაამტკიცეს.
ახალქალაქის მერიის ფინანსური სამსახურის უფროსმა კარენ მერგელიანმა დეპუტატებს ბიუჯეტში შესული ცვლილებები გააცნო.
ბიუჯეტის ცვლილება 639 255 ლარს შეადგენს, რომლის მიხედვითაც, სოფელ მურჯახეთში, კარწახში, სულდაში, დადეშში, კულიკამში ფეხბურთის მოედნების მშენებლობაზე 606 955 ლარი გამოიყო.
დეპუტატებმა სპეციალური ტექნიკის (ექსკავატორი) შესყიდვაც დაამტკიცეს, რომლის ოდენობა 260 000 ლარია: ამწე – 80 000 ლარი, კანალიზაციისთვის ვაკუუმური სპეცტექნიკა – 180 000 ლარი.
დეპუტატებმა მერიის მიერ მოთხოვნილი 6 000 ლარიც დაამტკიცა: 4 000 ლარი თაროების დამონტაჟებისთვის და 2 000 ლარი აპარატის შესაძენად. 11 300 ლარი სოფელ კორხში სპორტული დარბაზის ასაშენებლად გამოიყო.
დამტკიცდა ახალქალაქის მერიის ფინანსური სამსახურის საშტატო ნუსხაც.
შეხვედრისას ოპოზიციური პარტიის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა შირვან შირინიანმა დამსწრეებს შესთავაზა სოფლების შესასვლელებზე აბრების დამონტაჟებისა და სოფლების სახელების გასწორებისთვის მერიას დაუკავშირდნენ. შირინიანმა გამოთქვა ინიციატივა ქალაქის შესასვლელთან მანქანების მოძრაობის უსაფრთხოებისთვის სატრანსპორტო სარკეების დააყენონ – ხულგუმო-ახალციხის კვეთასა და შოთა რუსთაველის ძეგლის გადასახვევთან.
27 აპრილს ბიუროს სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, დეპუტატმა გაიოზ ლომსაძემ სოფელ კარწახში ჯივანის მუზეუმის დაფინანსების საკითხი დააყენა. სოციალური საკითხების, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდობის კომისიის თავმჯდომარემ სოღომონ ასლანიანმა ახალგაზრდული საბჭოსა და შშმ პირთა საბჭოს შექმნის იდეა გამოთქვა.
28 აპრილის შეხვედრაზე ეს საკითხები არ განხილულა.