ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 2022 წლის 12 თვის განმავლობაში 85 ტენდერი 17 853 213 ლარის ოდენობით გამოცხადდა. ერთი ტენდერი კვლავ განაცხადებს იღებს. მუნიციპალიტეტმა 84 ტენდერზე 1 174 578 ლარი დაზოგა, რაც მთლიანი თანხის 6,57%-ია.

მუნიციპალიტეტში ყველა სამუშაო და შესყიდვა სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდის მეშვეობით ხორციელდება tenders.procurement.gov.ge.

2022 წელს გამოცხადებული ტენდერებიდან 3 შეწყდა, 6 შემთხვევაში გამარჯვებული მონაწილე დისკვალიფიცირებული იყო, 3 შემთხვევაში შესაბამისი დოკუმენტაცია არ წარმოადგინეს, 20 ტენდერი მონაწილეთა არარსებობის გამო არ შედგა, ზოგიერთი მათგანი რამდენჯერმე ხელახლა გამოცხადდა.

ჯამში 84 ტენდერის თანხამ 16 801 793 ლარი შეადგინა. 2022 წლის ტენდერების რაოდენობა წინა წლებთან შედარებით შემცირდა, თუმცა ჩატარებული სამუშაოებისთვის გამოყოფილი ჯამური თანხა გაიზარდა, რაც ნიშნავს, რომ უფრო ფართო მასშტაბებზე იმუშავეს.

ტენდერებისას, შესყიდვის დროს ფასის მკვეთრი კლებაც ფიქსირდება.

ყველაზე დიდი კლება სხვადასხვა სამუშაოების საპროექტო ხარჯთაღრიცხვის მომზადების ტენდერში შენიშნეს. მუნიციპალიტეტმა სხვადასხვა პროექტის მოსამზადებლად 100 000 ლარი შესთავაზა. კონკურსში შპს „დ-მ“-მ 59 210 ლარით გაიმარჯვა – შემოთავაზებული თანხა 40 790 ლარით შეამცირა, რაც დაახლოებით 41%-ია.

მუნიციპალიტეტის 6 სოფელში პროგრამით “სოფლის მხარდაჭერა” სამუშაოების ანაზღაურება დაახლოებით 20%-ით შემცირდა. თავდაპირველი თანხა 74 000 ლარი იყო, ტენდერი “კოკა–2010”-მა 59 275 ლარით მოიგო – თავდაპირველი თანხა 14 725 ლარით შეამცირა, რაც 19.8%-ია.

ახალქალაქის მე-3 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციაზე ტენდერის საწყისი თანხა, 179 313 ლარი, 21,7%-ით შემცირდა. ის შპს „ინტერმა“ 140 349 ლარით მოიგო და ღირებულება 38 964 ლარით შეამცირა.

სასოფლო გზებზე ხრეშის შევსებისთვის გამოცხადებული ტენდერის საწყისი თანხა, 130 000 ლარი, დაახლოებით 20%-ით შემცირდა. იგი შპს “Gold 777”-მა 104 001 ლარით მოიგო.

სოფელ ბარალეთის სკოლაში გათბობის სისტემაზე სამუშაოს ოდენობა 17,1%-ით შემცირდა. საწყისი თანხა 90 242 ლარი იყო, სამუშაო ადგილზე ინდმეწარმე სერგეი ჩოლახიანმა 74 765 ლარის ოდენობით მოიგო.

კარწახის გზატკეცილიდან სოფელ დადეშამდე გზის მშენებლობის ფასი 15%-ით, 181710 ლარით შემცირდა. საწყისი ფასი 1 207 710 ლარი იყო, ტენდერი “ჯავახ ავტო გზამ” 1 026 000 ლარის ოდენობით მოიგო. კონკურსში ორი კომპანია მონაწილეობდა.

კარწახი-ოკამი-ქარცეფის გზის მოასფალტების ფასი 13%-ით, 96631 ლარით შემცირდა, საწყისი ოდენობა – 738631 ლარი.

ყოფილი სელხოზტექნიკის ადმინისტრაციული შენობის მშენებლობის ფასიც შემცირდა. მუნიციპალიტეტმა 558 298 ლარი შესთავაზა, კონკურსი კი 496 990 ლარის ოდენობით შპს „ეი თი ვი“-მ მოიგო, რომელმაც საწყისი თანხა 61 308 ლარით შეამცირა, რაც დაახლოებით 11%-ია.

ჯივანის პარკის რეაბილიტაციის თანხა, 639 232 ლარი, 59 232 ლარით შემცირდა. ტენდერში “კ-კომპანიამ” გაიმარჯვა და თანხა 580 000 ლარამდე დააკლო – 9.2%.

მნიშვნელოვანი შემცირებით (20%-ზე მეტი) კომპანიამ ორგანიზაციის შესაძლებლობის შესახებ საექსპერტო დასკვნა უნდა წარმოადგინოს და შემოთავაზებული თანხით იმუშაოს.