ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა 2023 წლისთვის 150 000 ლარის ოდენობის ახალი მიზნობრივი ტრანსფერი მიიღო, რომელიც აღმაშენებლის ქუჩაზე პარკის მშენებლობას მოხმარდება. 2023 წლის მიზნობრივი ტრანსფერის ჯამური თანხა 415 000 ლარს შეადგენს.
19 დეკემბერს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ოთხი კომისიის საერთო სხდომა, სადაც განიხილეს საფინანსო-საბიუჯეტო, ქონების მართვა, ბუნებრივი რესურსები, აგრარული, სოციალური, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდობის საკითხები და სივრცითი დაგეგმარება. შეხვედრაზე მერიის ფინანსური სამსახურის უფროსმა კარენ მერგელიანმა დეპუტატებს ახალი მიზნობრივი ტრანსფერი წარუდგინა.
მიზნობრივი ტრანსფერიდან 150 000 ლარით აღმაშენებლის ქუჩაზე, მრავალსართულიან კორპუსებთან ახალი პარკის მშენებლობა იგეგმება. პროექტი შექმნილია და მშენებლობა 2023 წელს დაიწყება.
მთლიანმა მიზნობრივმა ტრანსფერმა 2023 წელს 415 000 ლარი შეადგინა.