ახალ წლამდე ახალქალაქის მუნიციპალიტეტი იმ პირებს, რომლებიც ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების ბაზაში დარეგისტრირდნენ, არაგეგმიურ, სადღესასწაულო, ფინანსურ დახმარებას გაუწევს.
საჩუქარები გადაეცემათ ადამიანებს, რომლებიც სოციალური დახმარების ბაზის შემდეგ კატეგორიებში მოხვდნენ:
1. 100 წელზე უფროსი ასაკის პირები – ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ასეთი სულ 5 პირია, თითო 500 ლარს მიიღებს.
2. ლტოლვილები – 34 ადამიანი 100 ლარს მიიღებს.
3. მარტოხელა მშობლების შვილები – 117 ბავშვი სათითაოდ 200 ლარს მიიღებს.
4. მუნიციპალიტეტის 4 ობოლი ბავშვი მერიისგან 1000 ლარს მიიღებს.
5. მრავალშვილიანი ოჯახები, რომელთა რაოდენობა ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 64-ია, თითო 200 ლარს მიიღებს.
6. 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 91 ბავშვი 250 ლარს მიიღებს.
საახალწლო დახმარებისთვის მერიამ 68 850 ლარი გამოყო.