პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოდან“ არჩეულმა, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატმა ედუარდ აღასარიანმა პარტია დატოვა. Jnews-თან ინტერვიუში კი თავის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.
” “ქართულ ოცნებასთან” არანაირი უთანხმოება არ მაქვს, გადავწყვიტე პარტია დავტოვო, რათა უფრო თავისუფლად ვისაუბრო იმ პროცესებსა და პრობლემებზე, რომლებიც შეიძლება როგორც ქვეყანაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ გაჩნდეს. თუმცა კვლავ უმრავლესობის წევრი ვარ”, – განმარტა ედუარდ აღასარიანმა.
Jnews-ის კითხვაზე, ჯერ კიდევ იზღუდება თუ არა მისი სიტყვისა და აზრის თავისუფლება, გვპასუხა, რომ მსგავსი დაბრკოლებები არ შექმნია.
„პარტია დავტოვე მხოლოდ იმიტომ, რომ უფრო თავისუფალი ვიყო და საკუთარი აზრი, მოსაზრება, პოზიცია და ა.შ. დავაფიქსირო და დავიცვა იგი“, – განაცხადა ედუარდ აღასარიანმა.
ედუარდ აღასარიანი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოდან“ პროპორციული სიით აირჩიეს. ედუარდ აღასარიანთან ერთად დღეს ფრაქცია „ოცნება“ კიდევ ერთმა დეპუტატმა, თერეზა ჩივჩიანმაც დატოვა. ამასთან დაკავშირებით 4 ნოემბერს, ახალქალაქის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა, სადაც ორი დეპუტატის პარტიიდან წასვლა და კომისიების ახალი შემადგენლობა დამტკიცდა.