დღეს, მთელ ქალაქში ნათურებია ჩართული- გეგმიური სამუშაოების ფარგლებში ახალქალაქის სერვისცენტრი გაფუჭებულ ნათურებს ცვლის.

სოფლებში ანალოგიური სამუშაოების ჩატარების შემდეგ, ახალქალაქის სერვისცენტრმა, ახალქალაქის მერიის განცხადებით, გარე განათების გაფუჭებული ნათურების გამოცვლა მთელ ქალაქში დაიწყო. ღამის განათებით ყველა ქუჩის უზრუნველყოფისათვის, 102 ნათურის გამოცვლა, მათ შორის 85- LED არის გათვალისწინებული.