30 მარტს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატები ორი არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის აუქციონის წესით გაყიდვაზე შეთანხმდნენ, რომელთაგან ერთი სოფელ ვაჩიანშია, მეორე კი ახალქალაქში.

ნაკვეთები:

1. სოფელ ვაჩიანში – 100 კვ/მ
2. ქალაქ ახალქალაქში, N23 ჯავახიშვილის ქუჩაზე, 362 კვ/მ (ვეტერინარული კლინიკის ყოფილი შენობა).

ქონება გასაყიდად სახელმწიფო ვებგვერდზე Auction.ge-ზე გამოიტანეს.