ახალქალაქის მუნიციპალიტეტიდან სტერილიზაციისთვის 23 ძაღლი გადაიყვანეს. ბოლოს 38 ძაღლი სტერილიზაციისთვის  2022 წლის დეკემბერში წაიყვანეს.

მუნიციპალიტეტში მაწანწალა ძაღლების პრობლემა კვლავ აქტუალურია. ქალაქის ყველა ქუჩაზე საშიში საშინელი მაწანწალა ძაღლები არიან, რომლებიც ხალხს თავს ხშირად ესხმიან. მოსახლეობა ჩივის, რომ ხელისუფლება ცხოველებს დროდადროც აღარ უკეთებს სტერილიზაციას.

ცხოველთა პოპულაციის მართვის ცენტრმა მაწანწალა ძაღლების დაჭერისა და სტერილიზაციის ელექტრონულ კონკურსში 22 033 ლარით გაიმარჯვა.

ცენტრის დირექტორის თემურ ლაჭგებიანის თქმით, ახალქალაქში 23 ძაღლი დაიჭირეს და სტერილიზაციისთვის თავშესაფარში გადაიყვანეს.

„23 ძაღლი იზოლირებულია და თავშესაფარში გადაიყვანეს, მაგრამ ზუსტად ვერ გეტყვით, როდის პროცედურას კიდევ როდის გავიმეორებთ“, – ამბობს ის.

ჯამში 140 ძაღლის სტერილიზაცია იგეგმება.