“საქართველოს სომეხთა კავშირის” ხელმძღვანელმა მარი არაქელოვამ იმ მრავალ პრობლემას გაუსწორა თვალი, რომელიც მას ბავშვობიდან დღემდე აწუხებდა და რომელსაც ცხოვრების თითქმის ყველა ეტაპზე აწყდებოდა, ცდილობდა თავისი საქმით მათ გადაჭრაში შეეტანა წვლილი, შეეხებოდა იგი ეთნიკურ უმცირესობებს, გენდერულ თანასწორობას, ადამიანის უფლებებს თუ სხვ.

მარი არაქელოვა ცდილობს სომხური და ქართული საზოგადოებები დააკავშიროს, რაც საქართველოში სომხების დაცვას და სომხური საზოგადოების კონსოლიდაციას შეუწყობს ხელს.

თბილისში დაბადებულმა მარი არაქელოვამ დაწყებითი განათლება თბილისის 104-ე სკოლაში მიიღო და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა. მაგისტრატურაზე სწავლა კი სომხეთში განაგრძო.

კარიერული წინსვლა სომხეთში საქართველოს საელჩოში დაიწყო, სადაც დაახლოებით 9 თვე მუშაობდა, შემდეგ იურიდიულ ოფისში იურიდიულ ასისტენტად გადავიდა, 2010 წელს კი საქართველოში სომხური სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესიის ვიკარიატში სულიერი წინამძღოლის თანაშემწის ადგილას დაიწყო მუშაობა. ორი წლის მუშაობის შემდეგ, ფარმაცევტულ კომპანიას როგორც იურისტი და მთავარი ბუღალტერის თანაშემწე, ისე შეუერთდა. 2014 წელს ორგანიზაცია “სომხეთის სომეხთა კავშირი” დააარსა, 2018 წლამდე ორგანიზაციის პროგრამის მენეჯერი იყო და ამავე წლიდან ხელმძღვანელი გახდა.

„ბავშვობაში პროფესიონალურ ჩოგბურთს ვთამაშობდი და 2002 წლის სრულიად სომხური თამაშების გამარჯვებული გავხდი. გარკვეული დაზიანებები მივიღე, რამაც არასათანადო მკურნალობის შედეგად ჩემს ჯანმრთელობაზე იმოქმედა. მინდოდა ექიმი გავმხდარიყავი, მაგრამ ბევრი სხვა პრობლემაც აღმოვაჩინე, რომელსაც მედიცინის დახმარებით ვერ მოვაგვარებდი და გადავწყვიტე იურისტი გავმხდარიყავი. მე ეროვნებით სომეხი ვარ, მაგრამ დედაჩემი ქართველია და ის სტერეოტიპები, რაც საზოგადოებაში სომხების მიმართ არსებობდა, ჩემთვის პრობლემა იყო. ჩემი პროფესია კი ამ პრობლემებთან ბრძოლაში დამეხმარება.

მარის თქმით, „საქართველოს სომეხთა კავშირის“ შექმნის იდეა გარკვეულწილად იმ დროს საზოგადოების უპოზიციობით იყო განპირობებული. ვიკარიატში მიღებულმა გამოცდილებამ დაანახა, რომ ბევრ სფეროშია  პრობლემები, რომელთა გადაჭრაშიც სომხურმა საზოგადოებამ თავისი როლი ვერ გააცნობიერა. დროთა განმავლობაში მარი დარწმუნდა, რომ სოციალური აქტივობა ის სფეროა, რომელიც მოსწონს და გადაწყვიტა მთელი თავისი პოტენციალი ამ საქმეში ჩაედო.

mari araqelova 2

მარიმ იმ სირთულეებზეც ისაუბრა, რომელიც ორგანიზაციის გახსნისას შეექმნა.

„სახელმწიფო დონეზე არანაირი დაბრკოლება არ ყოფილა. სერიოზული პრობლემების წინაშე საზოგადოების მხრიდან ვდგებოდით, როცა ვცდილობდით როგორც სტრუქტურა, ჩამოვყალიბებულიყავი. დროთა განმავლობაში  შევძელით საზოგვადოებას ჩვენი სიტყვის გაეგო და მიეღო“.

მარი ხაზს უსვამს, რომ ერებს შორის ხიდები უნდა გაიდოს და საერთო ენა იპოვონ. თანაბრად მნიშვნელოვანია როგორც პოზიტივის წარმოჩენა, ასევე პრობლემებზე საუბარი და ამის ნათელი მაგალითი ფარაჯანოვის ყოველწლიური კონკურსია, რომელიც 2015 წლიდან მისი ინიციატივით ტარდება, რომელიც კულტურის წარმოჩენას უწყობს ხელს.

parajanov 6

რამდენიმე წლის წინანდელი და ახლანდელი პრობლემების შედარებისას, აღნიშნავს იგი, ბევრი მათგანი სახელმწიფო დონეზე როგორც კულტურულად, ისე საგანმანათლებლო კუთხით გადაწყდა, მაგრამ საზოგადოების პრობლემები მხოლოდ იმატებს.

„სამწუხაროდ, საზოგადოება ერთიანი არ არის. არის შემთხვევები, როცა წარმატების მიღწევას საზოგადოების როლის შელახვით ცდილობენ: აკნინებენ და ამცირებენ იმ გარემოს, საიდანაც თავად არიან. ძალიან მტკივნეული თემაა ქალთა უფლებებიც, რომლებიც ხშირად ირღვევა. განათლება, ჯანდაცვა ბოლომდე გადაუჭრელ პრობლემებს შორისაა. არ მესმის, ადამიანები ხშირად საკუთარ „მე“-ს მიღმა რატომ ვერ ხედავენ და თავიანთ შესაძლებლობებს რატომ აჭარბებენ. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ეს გაკვეთილები მათთვის არაფერს წარმოადგენს“.

რა აძლევს გმირს ძალას, რომ ამდენ პრობლემას გაუმკლავდეს და ენთუზიაზმით განაგრძოს მოღვაწეობა? მისი პასუხი ნათელი იყო: “ახალგაზრდობა და ახალი თაობა, ცხოვრება”.

„დიდი იმედი მაქვს, რომ ეს თაობა პრობლემების მოგვარებას შეძლებს. მათში პერსპექტივას ვხედავ. ხშირად მესმის ახალგაზრდებზე, რომ ახალ სამყაროში არიან და დარწმუნებული ვარ, იმავე შეცდომებს არ გაიმეორებენ, წარმატებას მიაღწევენ. ეს ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებშიც გამოიკვეთა, სადაც ბევრმა თავისი თავისუფალი აზრი გამოთქვა და გადაწყვეტილების მიღება შეძლო. მათთან მუშაობა იმედს მაძლევს“.

mari araqelova

სამომავლო გეგმებზე საუბრისას მარი არაქელოვა აღნიშნავს, რომ არამიანცის საავადმყოფოს ექიმების ინიციატივით, რომლებსაც ის ეხმარება, საავადმყოფოში მემორიალის დადგმა სურთ.

დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, სპორტისთვის დროს მაინც პოულობს.