ემოციეურმა გადაწყვეტილებებმა, უგონო ნაბიჯმა და თინეიჯერულმა მაქსიმალიზმმა შეიძლება გოგონას ცხოვრება თავდაყირა დააყენოს. ხშირად პროვინციულ ახალქალაქში გოგონები, რომლებიც ხვდებიან, რომ ახალგაზრდობაში არასწორი ნაბიჯი გადადგეს, გათხოვილები, საკუთარ თავში იკეტებიან, ცდილობენ საზოგადოებაში უხილავნი იყვნენ და არავითარ შემთხვევაში არ ფიქრობენ უმაღლეს განათლებაზე. არუსიაკი გამონაკლისი იყო: მან განქორწინების შემდეგ უნივერსიტეტში ჩააბარა და მრავალი სირთულის მიუხედავად სწავლობდა, რათა მისთვის და შვილისთვის უკეთესი მომავალი შეექმნა.
სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის ქართული ენის ფილოლოგიის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი პირველკლასელის დედაა. საშინაო დავალების შესრულებისას პრიორიტეტი პირველკლასელია, დედა-შვილი ჯერ შვილის საშინაო დავალებას ასრულებენ, შემდეგ კი მშობელი საოჯახო საქმეებთან ერთად იწყებს სწავლას.
არუსიაკ მელქონიანი 18 წლის იყო, როცა დაქორწინდა. თუმცა ერთწლიანი ოჯახური თანაცხოვრების შემდეგ მიხვდა, რომ შეცდომა დაუშვა.
“რაღაცები შეუგნებლად ჩავიდინე. ახლა ვფიქრობ, რომ ეს არასწორი იყო, მაგრამ დროს ვეღარ დააბრუნებ, მომავალზე უნდა იფიქრო. შეყვარებული არ ვიყავი, ეს უფრო თინეიჯერულ გატაცებას ჰგავდა. ამის გაკეთებას არავის ვურჩევ (იცინის). ყველაფერი თავის დროზე უნდა მოხდეს, მათ შორის დაოჯახებაც. როცა ცხოვრება წინ მიიწევს, ხვდები, რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს. ჯერ სწავლა, მერე გათხოვება. არცერთმა ახლობელმა არ იცოდა, რომ მასთან ურთიერთობა მქონდა. რა თქმა უნდა ყველაფრის ნათესავებთან, მშობლებთან განხილვა ჯობია“, – ამბობს იგი.
ხშირად ქალებს ჰგონიათ, რომ ოჯახის შენარჩუნება და გადარჩენა აუცილებელია. არუსიაკიც ასე ფიქრობდა, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ ქმარი წავიდა და ოჯახი უბრალოდ მიატოვა. საბოლოოდ კი განქორწინება მოითხოვა.
“ახლა 29 წლის ვარ. ჩემს ასაკში უკვე სხვანაირად ვუყურებ ცხოვრებას. რთული გზა იყო. მჯერა, რომ ყველა ადამიანს აქვს ცხოვრებაში რთული პერიოდი. ბევრად გავძლიერდი. ცხოვრებას სხვანაირად ვუყურებ. განქორწინება დასასრული არ არის, ასე არავინ არ უნდა იფიქროს. პირიქით, წინ უნდა ვიაროთ. დიახ, ჩვენ ახალქალაქში ვცხოვრობთ და აქ განქორწინება სხვანაირად აღიქმება. ვფიქრობდი, რომ ბავშვის გამო უნდა შემენარჩუნებინა, მაგრამ მივხვდი, რომ მთელი ეს სიტუაცია პირველ რიგში ჩემს შვილს და მე გვაზიანებდა. თუ ოჯახში ბედნიერი არ ხარ, განქორწინება ჯობია“.
არუსიაკ მელკონიანი სურბ ხაჩის ეკლესიაში
ყველა სირთულის მიუხედავად, არუსიაკმა საკუთარ თავში იპოვა ძალა, აენაზღაურებინა ის, რაც ნაჩქარევი ქორწინებით დაკარგა.
„მივხვდი, რომ განათლების გარეშე კარგ სამუშაოს ვერ იპოვი და შვილიც უნდა გამეზარდა. განათლება ყველა ადამიანს სჭირდება. პირველივე ცდაზე არ ჩამიბარებია. არ ვნანობ ჩემს გადაწყვეტილებას. ქართული ენის ფილოლოგია ავირჩიე. მართალია დედა ინგლისურის მასწავლებელია, მაგრამ ჩვენი სახელმწიფო ენა ვარჩიე, რადგან ბავშვობიდან მომწონდა. ახლა კი პირველ კურსზე ვარ”.
წარსულში ძიძად მუშაობდა, ფულს თავისთვის და ბავშვისთვის შოულობდა, ამ სფეროში ბევრი შემოთავაზება ჰქონდა, მაგრამ ის რომ აერჩია, უნივერსიტეტში ვერ ისწავლიდა. ამჟამად არუსიაკი ძიძას მხოლოდ ერთი-ორი საათის განმავლობაში, რადგან ბავშვს ძალიან მიეჯაჭვა. შემოსავალი არ აქვს და სწავლის საფასურიც უნდა გადაიხადოს.
“ჩემი შვილი პატარაა, მიჭირს. სწავლის საფასური დიდია. გარდა ამისა, მუდმივი სამსახური არ მაქვს. რა თქმა უნდა, მარტო შვილის აღზრდა და გაზრდა რთულია, მაგრამ ჩემი საყრდენი დედაჩემია, ძალიან მეხმარება. მერიას მივმართე, რომ სტიპენდია გამოეყოთ, მაგრამ ასაკის გამო უარი მითხრეს. უნივერსიტეტიც ვერ მაძლევს სტიპენდიას, რადგან ქულები მაღალი არ მაქვს, რადგან სახლის საქმეების გამო დრო არ მრჩება. სწავლის საფასური არც თუ ისე მცირეა – 2250 ლარი წელიწადში”.
თავად არუსიაკი ძალიან აქტიურია, დილით და საღამოს, წელიწადის ნებისმიერ დროს ის მეზობლებთან ერთად დადის, ყოველთვის შეგიძლიათ დილით ადრე მომლოცველებთან შეხვდეთ, ყოველ კვირას ეკლესიაში მიდის და არც ერთ საეკლესიო დღესასწაულს არ ტოვებს. ის საკუთარ საქმიანობასა და ნათესავებთან დაკავშირებით ძალიან ორგანიზაცებულია.
არუსიან მელქონიანი მეზობლის ქალიშვილთან ერთად ამირანის გორაზე
“ადრე ეკლესიაში ხშირად არ დავდიოდი, თუმცა რელიგიური ვარ. ბოლო 4 წლის განმავლობაში ყველაფერი შეიცვალა. იცით, განსაცდელების შემდეგ ადამიანი ან სარწმუნოებისკენ მიბრუნდება, ან უფსკრულში ვარდება. გზას თავად ირჩევთ. მე რწმენა ავირჩიე. ის დამეხმარა წინააღმდეგობის დაძლევაში. ფეხზე წამოვდექი და სულიერად გავძლიერდი. ვიცი და ვხედავ, რომ კარგი მომავალი მექნება. დავამთავრებ უმაღლეს სასწავლებელს, ვიპოვი კარგ სამსახურს და ყველაფერს გავაკეთებ, რომ დედაჩემს და შვილს არაფრის საჭიროება აღარ ჰქონდეთ“.