23 აპრილს გადაცემის „ეროვნული უმცირესობების ინკლუზიური და პლურალისტური გაშუქების გაძლიერება მედიაში“ ფარგლებში ახალქალაქელ ახალგაზრდებსა და სხვადასხვა მედიის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდები, ადგილობრივი და ცენტრალური მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრა ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI) დააორგანიზა. ახალგაზრდებს აინტერესებს ისეთი საკითხები, როგორიცაა განათლება, ქართული ენის შესწავლა, ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებული პრობლემები, დისკრიმინაცია, ეროვნული უმცირესობების პრობლემების გაშუქება ცენტრალური მედიით, ენობრივი ბარიერი და ახალგაზრდების პრობლემა რეგიონში.
„პროექტი ახალქალაქში ახალგაზრდებისა და მედიის წარმომადგენლების შეკრებას ითვალისწინებდა, რათა ცენტრალური და ადგილობრივი მედია ახლოდან გასცნობოდა ახალგაზრდების, ახალქალაქში მცხოვრები ეთნიკურად სომეხ წარმომადგენელთა პრობლემებს. მომავალში მათ ეს საკითხები მთელ საქართველოს უნდა გააცნონ, პრობლემებზე ისაუბრონ – როგორ უყურებენ ახალგაზრდები მომავალს და რა გამოწვევების წინაშე დგანან“, – განმარტავს პროექტის მენეჯერი ნინო თეთრაული.
პროექტი ეუთოს ეროვნული უმცირესობების უმაღლესი კომისრის ოფისის მხარდაჭერით ხორციელდება.