ახალქალაქის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალურმა სამსახურმა 2021 წლიდან ბავშვთა ფსიქოლოგიური მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო, რომელის მიზანია სკოლაში, ოჯახსა და მთლიანად საზოგადოებაში ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების დახმარებას დახმარება.

ჩვენს კითხვაზე, ნამდვილად არის თუ არა რეგისტრირებული მსგავსი შემთხვევები ჩვენს რაიონში, დეპარტამენტის ფსიქოლოგი აღნიშნავს, რომ იშვიათად, მაგრამ, მაინც ხდება მსგავსი შემთხვევები, ამჟამად სკოლის ასაკის ორ  ბავშვთან მუშაობს. ფსიქოლოგიური პრობლემებისა და ბავშვების სათანადო მკურნალობის შემთხვევაში, არა მხოლოდ სკოლის დირექტორის, არამედ ყველას შეუძლია მიმართოს სპეციალისტს, ამისთვის, პირველ რიგში, მერიის სოციალურ სამსახურს უნდა მიმართონ.

Jnews-ი ახალქალაქის რაიონის ერთ-ერთ სკოლაში სამი ბავშვის მშობლებს ესაუბრა. მშობლების თქმით, სკოლებში საჭიროა ფსიქოლოგის არსებობა, რადგან მშობელმა შესაძლოა ყოველთვის არ იცოდეს ბავშვის პრობლემების შესახებ.

„ მშობელსა და შვილს შორის არსებული ნდობის მიუხედავად, მაინც არსებობს პრობლემები, რომლებსაც ბავშვები მშობლებს არ უზიარებენ. ძირითადად ეს არის თანაკლასელებთან ან მასწავლებლებთან ურთიერთობისას წარმოქმილი პრობლემები. თუ სკოლაში იქნება ფსიქოლოგი, დარწმუნებული ვარ, ბავშვები უფრო თავისუფალნი იქნებიან თავიანთ შეხედულებებში და პროფესიონალს გაუზიარებენ. ჩემი აზრით, ძალიან ცოტა მასწავლებელი აქცევს ყურადღებას, რომ ყოველი წამოსროლილი სიტყვა დიდ გავლენას ახდენს ბავშვის შინაგან სამყაროზე.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, ახალქალაქის სკოლებში არ არიან ფსიქოლოგები, რასაც ახალქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორი, ტერეზა ჩივჩიანიც ადასტურებს.

რაც შეეხება სკოლამდელ დაწესებულებებს, ახალქალაქის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორი, ანაჰიტ ასატურიანი განმარტავს, რომ მათ ჰყავთ ლოგოპედი, ყველა სკოლამდელ დაწესებულებაში სპეცპედაგოგები მუშაობენ, იყო ფსიქოლოგიც, მაგრამ ამ დროისთვის ეს პოზიცია ვაკანტურია.